ყველასათვის ნაცნობია სიტუაცია, როცა გარდერობი სავსეა ტანსაცმლით, მაგრამ მაინც ვერაფერს არჩევთ. ეს იმიტომ ხდება, რომ არასწორად გაქვთ შერჩეული და ერთმანეთთან სინთეზში არ მოდის. როგორ უნდა შეადგინოთ 40 წელს ზემოთ ქალბატონებისთვის საბაზისო გარდერობი? გასათვალისწინებელია სამი მთავარი პრინციპი: სტილი, ელეგანტურობა, კლასიკა.
სტილს საბაზისო გარდერობში რამდენიმე ძირითადი წესი აქვს, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში თქვენს მოდურად ყოფნას განაპირობებს. პირველი მიზანი - ჩამოყალიბდით სტილის მიმართულებაში.
კლასიკური ნივთები ნებისმიერ დროს აქტუალურია: ფანქარი-ქვედაბოლო, მკაცრი კოსტიუმი, კაბები, სწორი შარვლები, პერანგები. ელეგანტური ტანისამოსი იგივე კლასიკაა, მაგრამ უფრო ქალური: გამოყვანილი სილუეტები, მდიდარი პალიტრა, ხარისხიანი ნაჭრები.
კომბინაცია მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც დაგეხმარებათ კლასიკური ვარიანტების casual ნივთებთან სინთეზში, მაგალითად: ჯინსები, მაისური და კოსტიუმი.
40 წელს გადაცილებული ქალბატონების გარდერობი არ უნდა იყოს უსარგებლო ტანისამოსით დატვირთული. აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი პარამეტრები და აღნაგობა და ისე შეარჩიეთ ტანსაცმელი.
ჯინსები
- სასურველია უარი თქვათ სამუდამოდ დაბალწელიან ჯინსებზე, ზედმეტად დახეული მუხლებით, ჭრილებითა და პრინტებით. ფერის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ შავ, მუქ-ლურჯ, ცისფერ და თეთრ ფერებს.
ქვედაბოლოები
- მისაღებია ნებისმიერი ფორმა, გარდა მინი-ქვედაბოლოებისა. კლასიკური ქვედაბოლოები ფანქარი, მცირე ტრაპეცია მუხლამდე ან უფრო გრძელი იდეალური ვარიანტია.
კაბები
- მკაცრი კაბები ფორმებს უნდა შეესაბამებოდეს, საოფისე სარაფნები, კაბა-პერანგები სრულიად მისაღებია. არასასურველია ტანზე ძალიან გამოყვანილი მოკლე ვარიაციები. მისასალმებელია გარდერობში რამდენიმე საღამოს კაბის ვარიანტის დამატებაც.
კოსტიუმი
- საუკეთესო ვარიანტი საქმიანი, ქალაქის სტილისთვის ტანზე გამოყვანილი საშუალო სიგრძის კოსტიუმია. მოერიდეთ უხეშ დეტალებს, მასიურ მკლავებს და ზედმეტად გადატვირთულ ვიზუალს.
პერანგები და მაისურები
- ფერი შეარჩიეთ სხვა ტანსაცმლის შესაბამისად. განსაკუთრებით ლამაზია თეთრი ფერის ზედები. მათი კომბინაცია საბაზისო გარდერობში ნებისმიერ ნივთთან შეიძლება. უარი თქვით ზედმეტად მოკლე ტოპებზე. ასე თავიდან უგემოვნოდ ჩაცმული ქალის სტატუსს აირიდებთ. პერანგები უნდა იყოს ლაკონური, თავდაჭერილი, სადა და ელეგანტური. სტილში შეზღუდული არ ხართ.
ასაკის მატებასთან ერთად მეტი ბუნებრიობა და იმიჯის სიმსუბუქე გმართებთ. დიპლომატიურად შეუსაბამეთ სადა ან მასიური აქსესუარები, მდიდრული ნაჭრები, პასტელური ფერები და მოდური პრინტები.
ქალბატონები 40 წელს ზემოთ განსაკუთრებით ლამაზები არიან. მათ უნდა ისწავლონ სწორი კომბინაციები, ლუქისთვის ინდივიდუალურობის და ქალურობის მინიჭება, რაც მათ საუკეთესო ფორმით წარმოჩენას შეუწყობს ხელს.
წყარო: magimoda