თეთრი პერანგი - უნივერსალური ნივთია, რომელიც ყველა მოდის მიმდევარ გოგონას აქვს გარდერობში, მიუხედავად იმისა, თუ რა არის მოდაში, თუმცა ხშირად plus-size გოგონებმა არ იციან ხშირად, როგორ მოირგონ თეთრი პერანგი სხვადასხვა ტანისამოსზე.
სიტუაციის გამოსასწორებლად თავი მოვუყარეთ ოთხ მოდურ იდეას ნებისმიერი შემთხვევისთვის. ჩაინიშნეთ!
წვეულებაზე
- ვინ თქვა, რომ წვეულებაზე კოქტეილის კაბაში უნდა მიხვიდეთ მაინცდამაინც?! როკ-ენ-როლის სტილი ყოველთვის აქტუალური იყო. აიღეთ მაგალითი სუპერმოდელ ქეით მოსისგან, ბრიტანელი მთავარი მოდის კერპისგან. თეთრი პერანგი, ლეოპარდის პრინტის ლაბადა, შავი სქინი და რა თქმა უნდა, ჩექმები - ეს მოდური და კომფორტული ლუქი ხელს შეგიწყობთ, მთელი საღამო ცეკვაში გაატაროთ, პლუს, ყურადღების ცენტრში ყოფნაც გარანტირებულია.
- ლუქის საიდუმლო: შავი ჯინსი - მოდური კლასიკაა, რომელიც ნებისმიერ აღნაგობას უხდება. სქინი ვარიანტი ფეხებს ვიზუალურად უფრო წვრილს აჩენს, რაც შედეგად ვიზუალურად მეტად ლამაზად წარმოგაჩენთ.
გამოფენაზე
- გიყვართ ხელოვნება და არ ტოვებთ არცერთ საინტერესო გამოფენას? მუზეუმშიც აუცილებელია მოდურად ჩაცმა, თეთრი პერანგი კი იდეალური გადაწყვეტილებაა. მოდური ინტელექტუალის იმიჯს კი შეგივსებთ შავი მოკლე შარვალი, ზამშის კარდიგანი, დემოკრატიული კედები და აქსესუარები ბოჰო სტილში.
- ლუქის საიდუმლო: კვლავ სწორი ჯინსი, თუმცა ამჯერად ნამდვილი ეშმაკური "კომბო" შავ შარვალთან სინთეზში დაბურული ფერის კარდიგანის მეშვეობით მიიღწევა. თუკი ვიზუალურად უფრო მეტად გინდათ "გამოსწიოთ" სილუეტი, მაშინ კედები ჩაანაცვლეთ ნავებიანი ფეხსაცმელებით.
პაემანზე
- "კარგი გოგონას" ლუქი და ფრეპი სტილი კვლავ მოდაშია - ნაკლებად პროვოკაციულია, მიმზიდველია და იდეალურია პირველი პაემნისთვის. აუთფიტის საიდუმლო ჯინსის კაბაში, თეთრ პერანგში, კლასიკურ ლაბადასა და ლაქის ფეხსაცმელებში იმალება.
- ლუქის საიდუმლო: ქალური ფორმები არ არის მიზეზი, უარი თქვათ კაბებზე, რომლებიც წელს გამოკვეთს. გამოყვანილი კაბა ვიზუალურად უფრო წვრილს გამოგაჩენთ, ხოლო სწორი კაბა - უფრო მაღალს.
შეხვედრაზე
- საქმიან შეხვედრაზე კოლეგებთან, მნიშვნელოვან პარტნიორებთან აუცილებელია კარგად გამოიყურებოდეთ და თავდაჯერებულად გრძნობდეთ თავს. დრეს-კოდში ოდნავ სიმკვეთრე დაამატეთ თეთრი პერანგის მეშვეობით, რომელსაც ტყავის ფანქარი-ქვედაბოლო მოუხდება, ოვერსაიზ მოსაცმელი, ნავები თასმებზე და ორ ფერში გადაწყვეტილი ჩანთა, რომელშიც ყველა სასურველ ნივთს მოათავსებთ.
- ლუქის საიდუმლო: მუქი შეფერილობა ვიზუალურად უფრო გამხდარს წარმოგაჩენთ, სილუეტს გამოკვეთს, ხოლო მოცულობითი მოსაცმელი დამალავს არასასურველ წონას.
წყარო: cosmo