ლამაზად გაუსვით ხაზი რუჯს და არ შეგცივდეთ უამინდობის შემთხვევაში, სექტემბრის ქარის დაბერვისას.
- დიზაინერებმა ახალი სეზონის მნიშვნელოვანი ტრენდები უკვე წარმოადგინეს, ჩვენ კი დროა, მოვიმარაგოთ და განვაახლოთ გარდერობი ყველაზე გამორჩეულად ლამაზი ნივთებით. ერთ-ერთი ასეთი "მასთჰევ" შენაძენი შემოდგომა 2020-ის სეზონზე ქვიშისფერი შეფერილობის ქვედაბოლოებია მუხლს ქვემოთ. მსგავსი მოდელები უკვე ვიხილეთ მოდის კვირეულებზე Lemaire, Burberry, Rokh-ის კოლექციის წარდგენისას. ამ ქვედაბოლოების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ საბაზისო გარდერობის ყველა ზედას უხდება, ეს იქნება თეთრი პერანგი, უბრალო სადა მაისური თუ ნახევრად გამჭვირვალე ტოპი. მთავარი კოზირი კი იმალება ფერში, რომლის მეშვეობითაც რუჯს გამოკვეთთ, რაც თქვენვე შეგახსენებთ კარგად გატარებულ ზაფხულის შვებულებას.
- მოდის მიმდევარი გოგონები მსგავს ქვედაბოლოებს საბაზისო მაისურებთან, შოკოლადისფერ მიულებთან, მასიურ ჩანთებთან სინთეზში ირგებენ. ეს ლუქი იდეალურია მზიანი შემოდგომის სეირნობებისთვის, ან უბრალოდ საოფისე ყოველდღიურობისათვის, ხოლო თუკი საღამოს რომანტიკულ ვახშამზე გეგმავთ წასვლას, მოირგეთ ნახევრად გამჭვირვალე ტოპთან ერთად შავ ფერში; ლუქი კი დაასრულეთ ქუსლიანი ფეხსაცმელებით. იმისათვის, რომ არ შეგცივდეთ საღამოს, შეგიძლიათ ზემოდან ოვერსაიზ პიჯაკი შემოიცვათ. ინსპირაციისთვის "ინსტაგრამგვერდზე" მოდის მიმდევარი გოგონების კომბინაციები შეგიძლიათ დაათვალიეროთ და თამამად გაიმეოროთ საკუთარ თავზე.
წყარო: vogue