სტილი

5 ფერი, რომლებიც 2020 წლის შემოდგომის ტრენდია

5 ფერი, რომლებიც 2020 წლის შემოდგომის ტრენდია
უკვე სექტემბერი იწურება და შემოდგომამ კარგად გაიდგა ფესვები თბილისში. დროა, ზაფხულის ტანსაცმელები, აქსესუარები და განწყობა გვერდზე გადადოთ და თქვენი გარდერობი გრილი შემოდგომის დღეებისთვის მოამზადოთ. თუმცა, სანამ საყიდლებზე წახვალთ, გადახედეთ, რა ფერებია წელს მოდაში.

ნახეთ 5 ფერი, რომლებიც 2020 წლის შემოდგომის ტრენდია

ღვინისფერი წითელი

წელს შემოდგომაზე მოდაში ღვინისფერი წითელია, რომელიც ნამდვილად ძალიან უხდება გადაყვითლებულ ქალაქს. 


წითელი ფერის სამოსს ქალაქში ხშირად შეხვდებით და საყიდლებზე წასვლისას არჩევანი სწორედ ამ ფერზე შეაჩერეთ. 

ნაცრისფერი

ამ წელს მოდაში თავისი სიმკაცრითა და

ცივი იერით ნაცრისფერი დაბრუნდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ფერი საოცრად ელეგანტურია. 



ელექტრიკი ლურჯი

დიდი ხანია ელექტრიკი ლურჯი ასე თამამად მოდაში არ შემოსულა. ვერ ვიტყვით, რომ არ იყო, თუმცა ამ წელს ლურჯი დიდ როლს თამაშობს. 



რძისფერი თეთრი 

ესეც მე-4 ფერი წლევანდელ მოდაში, საოცრად ელეგანტური და ტრენდული. ეს ფერი არა მარტო შემოდგომის, არამედ ყველა სეზონისთვის იდეალურია.



ნარინჯისფერი

ვის გაუგია შემოდგომა სტაფილოსფერის გარეშე. ეს ფერი წელსაც ტრენდულია და "ჰელოუინის", ჩამოცვენილი ფოთლებისა და შემოდგომის განწყობას ქმნის.


არ დაგვავიწყდეს, შემოდგომა ყავისფერის გარეშე სრულყოფილი ვერასდროს იქნება. ასევე  წელს მოდაში ბევრი ტყავის სამოსი ფიგურირებს,
ამიტომ ქალაქში ტყავის სიჭარბე არ იუცხოოთ.  

წყარო: www.whowhatwear.com

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93