უკვე აგრილდა თბილისში და დილას თუ საღამოს მოსაცმელის გარეშე გასვლა არ არის რეკომენდებული. შემოდგომაზე მატყუარა ამინდები იცის და ამიტომ დროა, ამ სეზონისთვის შესაფერისი მოსაცმელები შეარჩიოთ.
ნახეთ, როგორი მოსაცმელებია 2020 წელს მოდაში
შემოდგომა პიჯაკის გარეშე იგივეა, რაც ზაფხული საცურაო კოსტიუმის გარეშე. ამიტომ, ამ სეზონზე ერთ-ერთი საუკეთესო იდეა მოსაცმელისთვის სწორედ პიჯაკია.
ტყავის ქურთუკი ყოველ წელს ტრენდული მოსაცმელია. რა თქმა უნდა, არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი. 2020-ში ბეწვი დაემატა ქურთუკს, რაც კიდევ უფრო დახვეწილს ხდის მას.
წვიმების სეზონზე საწვიმარი არ დაგვავიწყდეს. თან, თუ პრინტით იქნება, უკეთესია.
რა თქმა უნდა, ტყავის მოსაცმელის რამდენიმე ვერსიის განხილვა აუცილებელია. თუ
მაღაზიების ვიტრინებს დააკვირდებით, მსგავსი სტილის მოსაცმელს ბევრგან ნახავთ, რადგან 2020-ში ეს სტილი ყველაზე ტრენდულია.
კიდევე ერთი პიჯაკი ჭრელი პრინტით. ნახეთ, როგორი თანამედროვეა.
ერთი კლასიკური შავი ტყავის ქურთუკი ყველა ქალბატონის გარდერობში უნდა
მოიძებნებოდეს, ეს ხომ ტყავია და ყველაფერს უხდება.
ეს ულამაზესი მოსაცმელი ამ სეზონზე აუცილებლად უნდა სცადოთ. საშემოდგომოდ ფერადი, კომფორტული და მოდურია.
მწვანე წლევანდელი სეზონისთვის შესაფერისი ფერია. მოსაცმელის არჩევისას ჭაობისფერი გაითვალისწინეთ.
უკვე წლებია, კრემისფერი გრძელი საწვიმარი ყოველ წელს უკვდავად ბრუნდება მოდაში და
ქალბატონებიც უცვლელად ირგებენ მას. ამ სეზონზე შეგიძლიათ ეს სტილი სცადოთ.
ბოლო მოსაცმელი სწორედ ფუმფულა და თბილი ბეწვია. საშემოდგომოდ მართლაც რომ ერთ-ერთი იდეალური არჩევანია.
წყარო: www.glamour.com