დიზაინერებმა კიდევ ერთი მოდური ტრენდი აღმოაჩინეს, რომელიც შემოდგომის ამინდებში მასიური ქურთუკების ალტერნატივაა.
უკვე მოასწარით დემისეზონური თბილი პერანგისა და ქურთუკის შეძენა? დღეს ვისაუბრებთ კიდევ ერთ მოდურ გადაწყვეტილებაზე ტყავის პერანგის სახით. ასეთი მოსაცმელის მორგება შესაძლებელია მაისურზე შეხსნილი სახით, უხდება კაბა-კომბინაციას და თხელ ჯემპრებს. მოდის ბლოგერებმა უკვე წარმატებით აითვისეს სეზონის აქტუალური ტრენდი, თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, ჩაინიშნოთ შოპინგ-სიაში.
იმისათვის, რომ არ "დაიკარგოთ" ტყავის პერანგში, ყველაზე ლამაზ ვარიანტებს ფოტოგალერეაში მოვუყარეთ თავი. გაითვალისწინეთ სეზონის აქტუალური ფერები, შავით დაწყებული, ჟღალით და ჩალისფერით დასრულებული, რომელიც ყველაფერს უხდება; ასევე - ნებისმიერი თმისა და თვალის შეფერილობას. ყველაზე იდეალური მოდური გადაწყვეტილებაა მაშინ, როცა არ იცით, რა ჩაიცვათ.
გამეორებად ნამდვილად ღირს!