2020 წლის შემოდგომის 5 ტრენდული ფერი
მანამ, სანამ მოდის კვირეულები ფართო სასაუბრო თემა გახდება, „Pantone Color Institute“ გვთავაზობს 12 ტრენდულ ფერს, რომელთაც შევხვდებით როგორც მოდის კვირეულებზე, ისე ქუჩებსა და "ინსტაგრამზე" „New York Fashion Week for Fall 2020"-ის განმავლობაში.
გამომდინარე იქიდან, რომ Color Institute“ მრავალფეროვან პალიტრას გვთავაზობს სხვადასხვა სახელწოდებით, ჩვენ ძირითად 5 ფერს გამოვყოფთ. ესენია: ტერაკოტა (აგურისფერი), ლურჯი, მწვანე, ვარდისფერი და ნაცრისფერი.
- ტერაკოტა - საკმაოდ მრავალფეროვანი ტონალობისაა, მაგრამ წელს ძირითადად „აგურისფერი-ყვითელი“ ფერი, იგივე „Amberglow” დომინირებს, ამასთან, შევხვდებით ქვიშისფერსაც.
- ლურჯი - ლურჯი ფერიდან დომინირებს კლასიკური ლურჯი და მუქი ლურჯი.
- მწვანე - აქაც გამოიყოფა 2 ფერი: ღია მწვანე, იგივე „Green Sheen” და მუქი მწვანე, იგივე „Ultramarine Green”.
- ვარდისფერი - გარდა ვარდისფერისა, საკმაოდ ტრენდულია ატმისფერიც, იგივე „Peach Nougat”.
- ნაცრისფერი - რომელიც Pantone-თან „Sleet“-ის სახელწოდებით გვხვდება.
თეკლა ადამია
წყარო: fashionista.com