პლისე ქვედაბოლო კვლავ დაბრუნდა პოდიუმსა და გარდერობში.
ჩაინიშნეთ, როგორ გამოვიყურებოდეთ მოდურად და რას შევუხამოთ.
- ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი ვარიანტი საშემოდგომოდ - გრძელი პლისე ქვედაბოლო მოცულობით რბილ ჯემპრთან. გაითვალისწინეთ, რომ ზედა არ უნდა იყოს ძალიან გრძელი. იდეალური სიგრძე - წელამდე ან ოდნავ უფრო გრძელი. მონოქრომული ლუქები შეგიძლიათ ერთმანეთთან მიახლოებული ფერთა გამით დააბალანსოთ ან შეგიძლიათ კონტრასტული ზედა შეარჩიოთ ქვედაბოლოსთან შედარებით.
- ასეთ ქვედაბოლოს უხდება მაღალყელიანი ჩექმები, რაც საკმაოდ ქალურად გამოიყურება. ამასთანავე, საკმარისად კომფორტულია ცივ ამინდებში.
- პლისე ქვედაბოლო უხდება საბაზისო მაისურებსა და პერანგებს. ასეთი კომბინაცია ყოველდღიურობაში გამოგადგებათ. მართალია, ზოგჯერ ზედმეტად მარტივად შეიძლება მოგეჩვენოთ და საჭიროებს დამატებით აქსესუარს ან მესამე ნივთს ლუქის დასასრულებლად.
- თუკი რომანტიკული სტილი თქვენია, გრძელი პლისე ქვედაბოლო ამ დავალებას მარტივად გაართმევს თავს. ნახევრად გამჭვირვალე ზედა შიფონისგან ან მაქმანებისგან, პლუს, შესაფერისი აქსესუარი და რომანტიკული ლუქი მზად არის, რომელიც უტილიტარულობის და ყოველდღიურობის ჩარჩოებიდან გამოდის.
- წლევანდელ სეზონზე წარმოდგენილი პლისე ქვედაბოლო უფრო რთულია, ვიდრე გასულ წლებში: ასიმეტრია, ჭრილები, დამატებითი დეტალები, თუმცა ეს ყველაფერი მოგიხსნით ზედმეტი ნივთების შეხამების პრობლემას. თუკი დარწმუნებული ხართ თქვენს სტილისტურ შესაძლებლობებში, მაშინ ასეთი ქვედაბოლო სადა ზედასთან ერთად მოირგეთ; ხოლო თუკი ექსპერიმენტები გსურთ, რამდენიმეკომპონენტიანი ლუქი შეარჩიეთ.
- მიდი-ქვედაბოლო პლისირებით მონოქრომული ლუქის საუკეთესო ბაზაა. შეგიძლიათ ფაქტურებით ითამაშოთ. გამოიყურება კარგად კომპლექტში ღია ფერებთან.
წყარო: cosmo