სტილი

როგორ შევუხამოთ პიჯაკს ფეხსაცმელი – პრაქტიკული რჩევები

როგორ შევუხამოთ პიჯაკს ფეხსაცმელი – პრაქტიკული რჩევები
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველთვის ლამაზი და ელეგანტურია, თუმცა მისი ტარება ხშირად ზედმეტ დისკომფორტთან არის კავშირში. გადატვირთული ცხოვრების სტილი კი ქალების ცხოვრებაში უბრალოდ აღარ ტოვებს ქუსლიანი ფეხსაცმლის ადგილს. სწორედ ამიტომ, დღეს მოდური ტრენდების ფუძემდებლები გვეუბნებიან, რომ პიჯაკი არა მხოლოდ კლასიკურ შარვალს ან ქვედაბოლოს, არამედ ნებისმიერი სტილის ქვედატანს შეგვიძლია შევუხამოთ, მათ კომბინაციას კი ისეთივე წარმატებით შეიძლება შევურჩიოთ სპორტული კედები, როგორც ამას კლასიკურ ფეხსაცმელთან ვაკეთებდით. ამის კარგ მაგალითს ცნობილი ადამიანებიც გვაძლევენ. ქალები, რომლებიც მსოფლიო ყურადღების ცენტრში არიან, კლასიკურ ჩაცმულობას,
მათ შორის, პიჯაკებსა და კაბებს, ხშირად უხამებენ სპორტულ ფეხსაცმელს.

სადა, ელეგანტური და მოსახერხებელი – სწორედ ასე მოიხსენებიენ დღეს ჩაცმულობას, რომელიც კლასიკურ ტანსაცმელს სპორტულ ფეხსაცმელთან აერთიანებს. ამ დროს უმთავრესია, რომ არ დაკარგოთ გარკვეული მაკავშირებელი ჯაჭვი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს შორის. ეს შეიძლება იყოს ფერი. დიზაინერები გვირჩევენ, რომ პიჯაკის ფეხსაცემელთან შეხამების დროს შემდეგი წესები დაიცვათ:


  • შავი პიჯაკი – შავი, თეთრი ან ბორდოსფერი ფეხსაცმელი
  • ლურჯი პიჯაკი – შავი, ნაცრისფერი ან სხვადასხვა ტონალობის ლურჯი ფეხსაცმელი
  • კრემისფერი პიჯაკი – ღია ყავისფერი ან თეთრი ფეხსაცმელი
  • ვარდისფერი პიჯაკი – თეთრი ან კრემისფერი ფეხსაცმელი
  • სხვადასხვა მკვეთრი ფერის პიჯაკი – შავი ან თეთრი ფეხსაცმელი


როდესაც სპორტულ ფეხსაცმელთან ატარებთ პიჯაკს, ეცადეთ, ფეხსაცმელი ტანსაცმელზე მუქი ტონალობის იყოს, რომ მან დიდი ყურადღება არ მიიქციოს და ჩაცმულობიდან ამოვარდნილი არ ჩანდეს.

სპორტული ფეხსაცმლის არჩევისას უმჯობესია, არჩევანი შეაჩეროთ კედებზე და არა ბოტასებზე. ბოტასი ცალსახად ჯინსისა და სპორტული შარვლისთვის არის განკუთვნილი; კედები კი, იქნება ის თასმიანი თუ უთასმო, თავისუფლად შეგიძლიათ ატაროთ ქვედაბოლოსთან ან პიჯაკთან ერთად.

პიჯაკიც მრავალგვარი არსებობს და მისი სპორტულ ფეხსაცმელთან შეხამების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ პიჯაკის სტილიც. მაგალითად, თუ შედარებით კლასიკური სტილის პიჯაკს იცვამთ, რომელიც სტანდარტული სიგრძისაა და ორ ან სამ ღილზე იკვრება, მასთან უმჯობესია, ჩაიცვათ უქუსლო, კლასიკური ფეხსაცმელი და არა კედი; ხოლო თუ არასტანდარტულ პიჯაკს ანიჭებთ უპირატესობას, მაგალითად, ჭრელს, გრძელს, განსხვავებული საყელოთი, ღილების გარეშე, დიდი ჯიბეებით ან კიდევ რამე სხვა ვარიანტს, მაშინ შეგიძლიათ თამამად ჩაიცვათ კედები და დარწმუნებული იყოთ, რომ მოდურად და ელეგანტურად გამოიყურებით. ბრიტანული ბრენდის, მატალანის მაღაზიაში წარმოდგენილი მრავალფეროვანი არჩევანიდან კი სწორედ ისეთი პიჯაკისა და ფეხსაცმლის არჩევა შეგიძლიათ, რომელიც თქვენს გემოვნებასა და მოთხოვნებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს.


არ დაგავიწყდეთ, დღეს მთავარია გეცვათ კომფორტულად და მოხერხებულად. ნუ იფიქრებთ, რომ ტანსაცმლით ან ფეხსაცმლით გამოწვეული დისკომოფორტი უნდა აიტანოთ იმიტომ, რომ ასე ლამაზია.
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93