ხშირად ვამბობთ, რომ მოდა ტრიალებს და ამას ყოველ სეზონზე ჩვენი თვალით ვხედავთ, 2020 წელი მოდის ინდუსტრიისთვის დიდ გამოწვევად იქცა, პანდემიის გამო ბევრი რამ შეჩერდა, თუმცა ახალმა სტილმა საზოგადოებაში შემოსვლა მაინც შეძლო. წელს ნაქსოვი სამოსი განსაკუთრებით აქტუალურია და ჰოლივუსის ცნობილი მსახიობები და მომღერლები ამ ტრენდს ხშრად ირგებენ.
წელს, ბებიების დროინდელი ნაქსოვი ჟილეტი სეზონის ჰიტია - ნახეთ, როგორ მოირგო ის კაია გერბერმა
ულამაზესმა მოდელმა კაია გერბერმა, ბებიის ნაქსოვი უმკლავებო ჟილეტი მოირგო, რომელიც ჯინსს და ყოველდღიურ სტილს შეუხამა. ეს სამოსი ამ სეზონზე განსაკუთრებით ტრენდულია.
კაიას მსგავსად, ამ სტილის ჟილეტი შეგიძლიათ თეთრ მაისურს ან სარორჩკას მოუხდინოთ
ეს მოდელი, წინა ორისგან განსხვავდება, სხვანაირი ქსოვის სტილი და დგომა აქვს, თუმცა ტრენდული და საოცრად დახვეწილია.
ესეც ყელიანი ვერსია, თბილი, კომფორტული და მოდური. თან ამ სეზონზე ნაცრისფერი აქტუალური ფერია
ამ მოდელზე რას იტყვით? კაიას არჩევანს ჰგავს, უბრალოდ მეტი ფერები აქვს დამატებული და ჯინს ესეც საოცრად უხდება.
ჭაობისფერი ნაქსოვი ჟილეტი შედარებით კლასიკური და რეტრო სტილია, თუმცა ბევრ ლუქს შეიძლება მოუხდინოთ.
რამდენიმე წლის წინ, გადასაცმელი ნაქსოვი მასიურები იყო მოდაში, მაშინ ამ მოდელის მსგავს ბევრ მაღაზიაში შეხვდებოდით როგორც ჩანს, წელს კვლავ შემოემატა ეს სტილი მოდას.
ესეც ბოლო მოდელი, რომელიც ნამდვილად ძალიან დახვეწილია და კაბას, შარვალსა და შორტს აუცილებლად გაალამაზებს.
წყარო: www.whowhatwear.com