ნახეთ, როგორ ჩავიცვათ შემოდგომაზე ამალ კლუნის მაგალითზე

ულამაზესმა ამალმა კარგად იცის, რა უხდება და სეზონის შესაფერისად, თავისთვის სასურველ სამოსს მარტივად ირგებს. ეს მოსაცმელი, გრძელი, დაშვებული კაბა და
კლასიკური შავი ფეხსაცმელი მისი სტილია.

რა თქმა უნდა, ამალი მოდას არასდროს ივიწყებს და წლევანდელი ტრენდების მიხედვით
ისიც ატარებს ყავისფერ ტყავის მოსაცმელს და ღია ყავისფერ შარვალს.

როგორ მოგწონთ ამალის კლასიკური საშემოდგომო ჩაცმულობა? ამ ქალს მართლაც რომ ყველაფერი უხდება.

შემოდგომის თბილ დღეს ამ ლუქის მორგება თავისუფლად შეგიძლიათ. ეს ღილებიანი კაბა ჩექმებსა და საშემოდგომო ფეხსაცმელებს თავისუფლად მოუხდება.

ვინ თქვა, რომ შემოდგომაზე შორტის ჩაცმა არასეზონურია? აი, ამალი ჩექმებითა და პიჯაკით იდეალურად ირგებს ამ ლუქს.

წითელი შემოდგომის ფერია და ამ სეზონზე წევეულებაზე ან რაიმე ივენთზე წასასვლელად
გამოგადგებათ.

თუ დააკვირდებით, ამალი ყოველთვის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებს, რადგან

ესეც შემოდგომის ფერებით შემდგარი ლუქი, ფერადი, მოდური და ამალის სტილის შესაფერისი. ნამდვილად სამაგალითოა კლუნი.

შემოდგომის გრილ დღეს დახურული ფეხსაცმელი და პალტო საუკეთესო არჩევანია, კომფორტულად და თან მოდურად იქნებით.

ბოლო ლუქი ამალის გარდერობიდან, ნაქსოვი სამოსია, რომელიც აუცილებლად უნდა მოირგოთ. თან კლუნს ჩანთა და ფეხასაცმელიც ზუსტად შეუხამებია.
წყარო: www.harpersbazaararabia.com