გადავწყვიტე, ამჯერად თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბლოგერის ფოტოები შემომეთავაზებინა, რომელიც „ინსტაგრამზე“ პოპულარობის ზენიტშია.
ტანია პარფილევა იმდენად მრავალფეროვანი და გემოვნებიანია, რომ მის „ინსტაგრამზე“ იხილავთ, როგორც სეზონის ყველაზე მოდურ სამოსს, ასევე ტრენდულ და გამორჩეულ აქსესუარებსაც. შესაბამისად, თუ მის ფოტოებს გადავხედავთ, არჩევანის გაკეთება შეიძლება აღარ გაგვიჭირდეს.
მისი გამომწერების რაოდენობა უკვე 1.7 მილიონს ასცდა. მშვენიერი ტანია მუდმივად ადევნებს თვალს მოდასთან დაკავშირებულ ამბებს და ცდილობს სიახლეებს არ ჩამორჩეს.
ვინ იცის, იქნებ ეს გოგონა ამ სეზონზე თქვენი ინსპირაციის წყაროდაც იქცეს?