სტილი

როგორი ტყავის მოსაცმელი უნდა მოირგოთ 2020 წლის შემოდგომაზე

როგორი ტყავის მოსაცმელი უნდა მოირგოთ 2020 წლის შემოდგომაზე
სანამ შემოდგომა ბოლომდე მიიწურება, ამ სეზონზე მოსარგები ყველა მნიშვნელოვანი და მოდური ტრენდი უნდა განვიხილოთ და მათ შორის ერთ-ერთია მოდური და უკვდავი, ტყავის სამოსი. რა თქმა უნდა, 2020 წლის შემოდგომის სეზონი ტყვის გარეშე ვერ ჩაივლის.

ნახეთ, როგორი ტყავის მოსაცმელი უნდა მოირგოთ 2020 წლის შემოდგომაზე



პირველი მოდელი, არასტანდარტული სტილისა და ფერის ტყავის მოსაცმელია, ზოგადად რამდენიმე წელია მოდაში ფერადი ტყავის სამოსი შემოვიდა და შეგიძლიათ ამ შემოდგომაზე ეს ღვინისფერი მოსაცმელი თავისი ქამრით კომფორტულად მოირგოთ.


მაღაზიის ვიტრინებს თუ გაუვლით კარგად დააკვირდით ყავისფერი
ტყავის სამოსს ბევრ მაღაზიაში ნახავთ, რადგან წეს ეს სტილი მოდურია და აუცილებლად უნდა სცადოთ.


შავი, ელეგანტური და დახვეწილი ფერია, ეს მოდელი კი ამ შემოდგომაზე უნდა მოირგოთ, შავი მოსაცლმელი სტანდარტული ტყავის ქურთუკისგან ბევრად განსხვავებული, კლასიკური და ნეიტრალური მოდელია.


ხორცისფერი შემოდგომის საყვარელი ფერია და ეს მოდელი თქვენს წლევანდელ ლუქებს აუცილებლად უნდა შეუხამოთ. თუ მოდას მისდევთ ალბათ, უკვე იცით რომ ქამრიანი სამოსი წლევანდელი ტრენდია.


რამდენიმე წუთის წინ ფერად ტყავზე ვსაუბრობდით და აი მორიგი საინტერესო მოდელი. ერთი შეხედვით შავი ტყავის ქურთუკი რეალურად მუქი მწვანეა და საოცრად მოუხდება ჯინსსა და თეთრ პულოვერს.


როგორ შეიძლება ერთი თეთრი მოდელიც არ განახოთ, საღაოს ივენთზე ან წვეულებაზე ეს მოსაცმელი ყველაფერს მოუხდება.


ალბათ დაგვეთანხმებით, 2020 წლის შემოდგომა მრავალფეროვანი და ცოტა დამაბნეველია, ამდენი საუკეთესო მოდელიდან ერთი როგორ უნდა შეარჩიო.


კლასიკური სტილი ყველა ქალბატონს უხდება და ეს ტყავის მოსაცმელიც ბევრ თქვენგანს გამოადგება. დაფიქრდით, რამდენი კარგი ლუქი შეგიძლიათ მისი დახმარებით შექმნათ.


შავ ფერზე ვსაუბრობთ და ამ სილამაზესაც განახებთ, ტყავის საწვიმარი, ასე შეიძლება ვუწოდოთ ამ მოსაცმელს.


ესე ბოლო მოდელი, რომელიც უკვე წლებია უცვლელად ტრიალებს მოდაში, ბაიკერის სტილი ასე ეძახიან ხშრად ამ შავ ქურთუკს და დარწმუნებული ვარ ეს მოდელი ბევრი თქვენგანის გარდერობშია. 

წყარო: www.harpersbazaar.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93