თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი, მოდელი თაკო ჩხეიძე სამი შვილის დედა და წარმატებული ქალბატონია.
ის, მშვენიერი ვიზუალის გარდა, ბევრი დადებითი მახასიათებლით გამოირჩევა. თაკო უშუალო და პირდაპირია. ადამიანებს ხშირად უღიმის, თუმცა თავდაჭერილიცაა. ასევე, დახვეწილი გემოვნება აქვს, რაც შეუმჩნეველი არც გარშემომყოფებს რჩებათ.
როგორც ხედავთ, თაკო მშვენიერ ფორმაშია და შემოდგომას საინტერესო ლუქებით შეხვდა, რაც მის '''გამომწერებს" შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.
გადავხედოთ მშვენიერი ქალბატონის გარდერობს, დახვეწილ ელემენტებს და კლასიკურ დეტალებს. ვინ იცის, იქნებ ეს ფოტოები თქვენი ინსპირაციის წყაროც გახდეს?