ჩანთა ქალის ჩაცმულობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ჩანთას შეუძლია "ლუქი" გაამდიდროს, გაალამაზოს ან პირიქით გააუბრალოვოს და მთელი ხიბლიც კი დაუკარგოს, ამიტომ ჩანთის სწორად და დაკვირვებით არჩევა ნამდვილად აუცილებელია.
წარმოგიდგენთ ზამთრის ტრენდებს
ფერები ამ სეზონზე მეტად მნიშვნელოვანია, ეს თქვენს განწყობასა და ხასიათს გამოხატავს. ეს მოდელი პალტოს ან ქურთუკს თავისუფლად შეგიძლიათ შეუხამოთ.
ვინ თქვა, რომ იასამნისფერი ზაფხულის ფერია, თუ ზამთარშიც შესაბამისად გაცვიათ, რატომაც არა?
პატარა ჩანთები ყველა სეზონზე ტრენდულია და თან წელს მოდაში ჯაჭვის დეტალებია, ეს მოდელი უნდა სცადოთ.
რას იტყვით ამ მოდელზე?, შავ პალტოსა და მანტოს აუცილებლად მოუხდება და ზამთრის ერთფეროვან დღეებს ნამდვილად გაგილამაზებთ.
2021 წლის ზამთრის კოლექციაში ჯაჭვი ნამდვილად აქტუალურია და როგორც ჩანს, ტომრის სტილიც დაბრუნებულა. გოგობო, დროა ახალი ჩანთების შეძენაზე ვიფიქროთ
როგორი დახვეწილო და ტრენდულია, თეთრი შანელის ჩანთა ყველა ქალს უნდა ჰქონდეს. დააკვირდით ქსოვილს, ეს ბეწვის მოდელი ზუსტად ზამთრის ცივი დღეების შესაფერისია.
კიდევ ერთი თეთრი და ღუნღულა მოდელი ქალბატონებისთვის, ისევ ჯაჭვით და ისევ ტრენდულო სტილით.
მოდას რას გაუგებ, ფუმფულა ჩანთები კვლავ მოდაშია. ეს ჩანთა თქვენს ყველა თბილ, ნაქსოვ მაისურს მოუხდება.
რატომ უნდა ატარო ერთი ქსოვილისგან შეკერილი ჩანთა, როდესაც რამდენიმე ქსოვილით იდეალური ზამთრის ჩანთა შეგიძლია შექმნა.
ესეც ბოლო ჩანთა, კლასიკური, სადა და გემოვნებიანი.
წყარო: www.cosmopolitan.com