ესთეტიკა და სილამაზე ფრანგების ეტალონია, მათ უყვართ ყველაზე უჩვეულო ნივთების გარდასახვა ახლებურად, ხოლო ყველაზე უბრალო ნივთების კი საუკეთესოდ წარმოჩენა. ვინტაჟური კაბები ჟანა დამასის მაგალითის მსგავსად თბილ შავ კოლჰოტებთან შეგიძლიათ მოირგოთ, როგორც ბავშვობაში. სოლანჟ სმიტი შემოდგომაზე ტყავის ქურთუკებსა და ჯინსებს ანიჭებს უპირატესობას, რაც მთავარია მკლავები ოდნავ მოცულობითი და ოვერსაიზ ზომა თავისი ქამრით ყველაზე მოდურად ითვლება.
ქლოია ჰარუში - სიფრიფანა პარიზელი, რომელსაც უყვარს თავისი სხეულის წარმოჩენა კონტრასტული ოვერსაიზ ტანისამოსის სახით, სუსხიანი ამინდებისთვის მოცულობით ქურთუკს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც 2021-ში განსაკუთრებით აქტუალური გახდება.
ქერა ემილი ტომსონის გარდერობი მიკროშორტების გარეშე შემოდგომაზეც წარმოუდგენელია, მისი საიდუმლო მარტივია - შავი მატე კოლჰოტი, პერანგი-ქურთუკი მდგრადი შალისგან და მაღალყელიანი რეზინის ჩექმები.
ჩვენ კი თავი მოვუყარეთ მთავარი ფრანგი გოგონების ლუქებს, რომელსაც თქვენი გარდერობის გალამაზება შეუძლიაშემოდგომის მოღრუბლულ ამინდშიც.
ტყავის კოსტიუმი კარამელისფერში და მკვეთრი შარფი
რეზინის ჩექმები, მიკროშორტები და შალის ქურთუკი-პერანგი
ფაქტურული ჯემპრი და კონიაკისფერი ჩექმა
კაბა პრინტით, თბილი შავი კოლჰოტი და ლურჯი ლაბადა
ოვერსაიზ ტყავის ქურთუკი და ჯინსები
პალტო-პლედი და ბრუტალური ჩექმა
კომფორტული კაბა და შავი სათვალე