სტილი

ტოპ-5 ქართველი ქალბატონი, რომელიც თავის ასაკზე ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება

ტოპ-5 ქართველი ქალბატონი, რომელიც თავის ასაკზე ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება
ქართველებს რომ უამრავი ლამაზი ქალბატონი გვყავს ეს ცნობილი ფაქტია. თუმცა, საინტერესოა, ცნობადი ქალებიდან ვინ გამოიყურება თავის ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად.

ახალგაზრდული იერის შენარჩუნება თავის მოვლასა და სხვადასხვა პროცედურებთან ერთად, ალბათ დადებით განწყობასთანაც არის კავშირში.

ფაქტია, ეს ქართველი ქალბატონები ცდილობენ მუდმივად იყვნენ ფორმაში, არ მოდუნდნენ და იბრძვიან საკუთარი სილამაზის შესანარჩუნებლად.

ეკა კახიანი

ეს მშვენიერი ქართველი ქალბატონი მუდმივად გვაოცებს. ეკა მართლაც შესანიშნავ ფორმაშია. როდესაც შვილთან - ნინი ბადურაშვილთან ერთად ხედავენ, ხშირად ამბობენ, რომ დედა-შვილს კი არა, დებს უფრო
ჰგვანან.

ეკა ხშირად იღიმის და მხიარული ამბების მოყოლაც ძალიან უყვარს, რაც ალბათ ერთგვარად ახალგაზრდობის ელექსირსაც უდრის.





მაკა ასათიანი

მისი სახელის და გვარის გაგონების შემდეგ მაშინვე გვიჩნდება ასოციაცია, რომ მომხიბლავ ქართველ ქალბატონზეა საუბარი. შეუძლებელია ვერ შევნიშნოთ ის, თუ რამდენად საოცარ ფორმაშია დიზაინერი. ფაქტია, რომ თავის ასაკზე ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება და როგორც იტყვიან, არ იცვლება.



ნინო ცქიტიშვილი

მზრუნველი, მშვენიერი დედა, რომელსაც როცა მის ულამაზეს გოგონასთან - თაკო ნაცვლიშვილთან ერთად ვხედავთ, ყოველთვის ვფიქრობთ, რომ დებივით არიან.

არ ვიცით, როგორ ახერხებს ამას ნინო, მაგრამ როგორც ჩანს ის საოცარი სიყვარული რაც ოჯახის და ზოგადად ადამიანების მიმართ აქვს- მის გარეგნობაზე ამრიგად აისახა.




ია ფარულავა

ის არის ერთ-ერთი მშვენიერი ქართველი ქალბატონი, რომელსაც მუდმივად აკვირდებიან. იას ჩაცმულობასაც ბევრი ადამიანი განიხილავს, თუმცა უფრო ხშირად იმაზე აკეთებენ აქცენტს, რომ ბუნებრიობა შეინარჩუნა და თავის ასაკზე ბევრად პატარას ჰგავს.

თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ იაც ხშირად არის პოზიტიურ განწყობაზე და ცდილობს, რომ დადებითი მუხტი გარშემომყოფებსაც გაუნაწილოს.



დალი ჩიტალაძე

მოდის ექსპერტი, მომხიბლავი ქალბატონი, რომელიც გემოვნებიანად იცვამს და მუდმივად ფორმაშია.
დიახ, ამის შეუმჩნევლად დატოვება სწორი ნამდვილად არ იქნებოდა. პატარა გოგონასავით მხიარულია. ცდილობს იყოს ლაღი და ეცვას ხალისიანი ფერის სამოსი.
ბოლო პერიოდში, რაც პროექტ „მასტერშეფში“ გამოჩნდა სოციალურ ქსელშიც უფრო გააქტიურდა და ახალ პოსტებს ხშირად უზიარებს გამომწერებს.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93