სტილი

6 მოდური იდეა, როგორ მოვირგოთ კოლჰოტი ზამთარში

6 მოდური იდეა, როგორ მოვირგოთ კოლჰოტი ზამთარში
ვსწავლობთ ქუჩის სტილის ქრონიკების მიმდევარი გოგონების მაგალითებზე.
შავი კოლჰოტი - სიცივეებში ნამდვილი აღმოჩენაა ყველა გოგონასთვის. ეს ხელმისაწვდომი აქსესუარი ნებისმიერ ქვედაბოლოსა და კაბაზე შეგიძლიათ მოირგოთ. 2020-ში კოლჰოტები ჩვენი გარდერობის „მასთჰევ“ ნაწილი გახდა. პოდიუმიც სავსე იყო განსაკუთრებულად ლამაზი მოდელებით. ყველაზე დასამახსოვრებელი "შანელის" შავი და თეთრი გამჭვირვალე კოლჰოტები გახდა. ასევე არ ჩამორჩა კოლეგებს "ფენდი" ნახევრად გამჭვირვალე კლასიკური ვარიაციით; "სენ ლორანმა" ფიგურებით გაწყობილი ვარიანტი შემოგვთავაზა, ხოლო "პრადამ" ნაცრისფერი ავანგარდული სტილით გამოიწვია ჩვენი გაოცება; სამაგიეროდ, "გუჩიმ" და "ბალენსიაგამ" ნეონის მკვეთრი
შეფერილობებით განებივრების საშუალება მოგვცა.
ქუჩის სტილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ფაქტი, რომ კოლჰოტი კვლავ ტრენდშია. ჩაინიშნეთ, როგორ და რასთან მოვირგოთ ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი.
Las 10 tendencias de otoño más elegantes de Primark

შავი თავიდან ფეხებამდე - მომგებიანი ვარიანტი

  • კამილ შარიემ გადაწყვიტა, მოდა მარტივად შემოგვთავაზოს. ტოტალ-შავი ამ შემთხვევაში იდეალურად მუშაობს, ფერთა გამა ფაქტურებით თამაშის საშუალებას გვაძლევს. შეგიძლიათ "შანელის" ლოგოტიპებიანი ან კოპლებიანი კოლჰოტი შავ კარდიგანსა და შორტებს შეუხამოთ, მოდური გოგონას ტიტული კი გარანტირებულია და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ პატარა შავი ჩანთა.

Новости моды 2020 - Последние новости в мире моды: Женская мода 2020

აქსესუარის სახით

  • ნახევრად გამჭვირვალე კოლჰოტიდან გადავიდეთ უფრო მყარ ფაქტურაზე, მაგალითად, მინი-ქვედაბოლო ხავერდის კარდიგანთან ერთად, აბრეშუმის შარფით, ქამრის ნაცვლად წელზე შემოხვეული, პასტელური ფერის ჩანთა და შავი კოლჰოტი სწორედ რომ ყველაზე სეზონური ლუქია.

Cómo combinar medias negras: su manual de estilo en 2020, según el street  style en 2020 | Editoriales de moda, Estilo de moda casual, Estilos de  calle de otoño

ჩალისფერთან კომბინაციაში

  • ბევრი ჩალისფერი - ყოველთვის კარგი იდეაა, თუმცა ეს ფერი შეგიძლიათ სხვანაირად „ათამაშოთ“ ლუქში. მაგალითად, კეიპ-ლაბადა, მასიური ჩექმები მეტალით და შავი კოლჰოტი ნახევრად სპორტულ სტილს შეგიქმნით. დაუმატეთ ლამაზი მკვეთრი ჩანთა და ლუქიც მზად არის.

На Парижской неделе моды представили уличный стиль весна-2021: фото |  Новости Украины - #Буквы

კოსტიუმთან და შორტებთან სინთეზში

  • კოსტიუმი რომ სხვადასხვა ვარიაციით შეგიძლიათ მოირგოთ, არაერთ სტატიაში ვისაუბრეთ - მინი-ქვედაბოლოებთან, შარვლებთან, შორტებთან, რომელიც მოდური არამარტო ზაფხულშია. ცივ ამინდში კი შორტები მდგრად კოლჰოტებთან ერთად შეგიძლიათ ჩაიცვათ. მოუხდება ბრუტალური ჩექმები და შავი ლონგსლივები პიჯაკის ქვეშ. საოფისე ლუქი ცივი ამინდისთვის მზად არის.

The Best Street Style From Paris Fashion Week Spring 2021 | Vogue in 2020 |  Cool street fashion, Paris fashion week, Fashion week

„სასკოლო ფორმასთან“ ერთად

  • ეს მოდური ხრიკი ნოსტალგიის მქონე გოგონებმა შეიყვარეს. სასკოლო ფორმები წელს აქტუალობის პიკშია. ზაფხულში ლოფერებზე, „მერი ჯეინებსა“ და თეთრ წინდებზე ირგებდნენ. ამ სეზონზე კი პლისე ქვედაბოლო, პოლო-ჯემპრი და ტყავის პიჯაკი შავ მდგრად კოლჰოტებთან ერთად შეგიძლიათ თამამად მოირგოთ.

Miadéle | A harisnya öltöztet! – Harisnyatrendek, 2020–21. ősz–tél

თეთრ კაბებთან ერთად

  • შავი და თეთრი - იდეალური კომპანიონები არიან. რატომ არის თეთრზე შავი კოლჰოტების მორგება ტაბუ? ქლოია ჰარუშმა, Loulou de Saison-ის ბლოგების ავტორმა, საპირისპირო დაადასტურა. პირველმა სწორედ მან მოირგო თეთრ კაბაზე და თეთრ ფეხსაცმელზე შავი გამჭვირვალე კოლჰოტი. ჯინსის ქურთუკთან კომბინაციაში მზიან ამინდებში შეგიძლიათ ისეირნოთ, ხოლო ცივ ამინდებში თბილი ლაბადით ჩაანაცვლეთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93