ეკატერინე ფანგანი, საზოგადოებისთვის ცნობილი როგორც ეკო ფანგანი - ტელეწამყვანი, რადიო წამყვანი და უბრალოდ მოდის მიმდევარი ქალბატონია, რომელიც საზოგოადოების სიმპატიებს ტელეეკრანებზე პირველივე გამოჩენის წუთებიდან იმსახურებს. მაყურებელმა ის პირველად რეალითი შოუ ,,უკანასკნელ გმირში” იხილა, შემდეგ იყო პროექტი ,,ცეკვავენ ვარსკვლავები".
პროფესიით იურისტი მოდის სამყაროს სიახლეებში აქტიურად არის ჩართული, საშოპინგოდ კი როგორც თავად აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში საზღვარგარეთ დადის: "ვგიჟდები სავაჭრო ცენტრებში ბოდიალზე. საზღვარგარეთ წელიწადში ორჯერ მაინც მივდივარ და ბევრ რამეს იქ ვყიდულობ."
რაც შეეხება ცხოვრებისეულ სირთულეებს ტელეწამყვანი რთულ პერიოდს მეგობრებთან "თერაპიით" უმკლავდება: "საუკეთესო მეგობრები მყავს. პირადშიც და საქმეშიც ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ბევრი რამ გვაქვს გამოვლილი, მთელი ცხოვრება ერთად მოვდივართ. ძალიან ემოციური, მგრძნობიარე ვარ, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. ამავე დროს ძლიერიც ვარ. შემიძლია ყველაფერი რაციონალურად მივიღო, განვსაჯო და შემდეგ განვაგრძო ცხოვრება. შეიძლება რაღაცაზე ვინერვიულო, მაგრამ დეპრესიაში არ ჩავვარდები. მთავარია, ყველანი ჯანმრთელები ვიყოთ და მე არაფრის გამო არ მოვკვდები."
ეკოს ჩაცმის სტილისა და ვიზუალის ევოლუციას მისი თაყვანისმცემლები და გამომწერები აქტიურად ადევნებენ თვალს, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მხოლოდ ასაკის მატებით არ არის განპირობებული ვიზუალური ცვლილებები, ეკომ არაერთ პლასტიკურ ქირურგიას მიმართა, ამასთანავე იცავს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ბევრს ვარჯიშობს და აკონტროლებს კვების რაციონს რაც იდეალური ფორმების შენარჩუნებაში ეხმარება.