პრესტიჟული დაჯილდოებების მიღმა ყოველი მოვლენა მოდის ინდუსტრიის მიმდევრებშიც დიდ ინტერესს იწვევს, ვინაიდან ჩვენთვის საყვარელი მომღერლები და მსახიობები სცენაზე გამოსვლისა და სანატრელი ოქროს ქანდაკებების მოპოვებისას საუკეთესო ლუქების დემონსტრირებას ახდენენ... ყოველი წითელი ხალიჩა ინდივიდუალიზმის გამოხატვის საშუალებაა, რომლისთვისაც პატარა შავი კაბა და უბრალო სმოკინგი აბსოლუტურად მიუღებელია. დიზაინერული შედევრები, რომლებსაც ცნობილები ირგებენ, ყოველთვის ეფექტურად როდი გამოიყურება, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალური გზავნილი მსმენელისთვის გაზიარების ყველაზე ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს.
2021 წლის ცერემონიალი ნამდვილად თამამი და ვულგარული ლუქებით იყო სავსე. ჰარი სთაილსი კი ყურადღების ცენტრში მოექცა "გუჩის" ტყავის ორეულით. სასცენო ლუქს ბოას პიტნისფერი ბუმბულები ავსებდა, რომელიც გლამ-როკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
დონატელას ფავორიტი გოგო - დუა ლიპა, იტალიური ბრენდის ნამდვილი სახეა, რომელიც არ უშინდება თამამ ლუქებს, ტანზე გამოყვანილი გამჭვირვალე კაბები საცურაო კოსტიუმის ზემოდან, კრისტალებით იყო გაწყობილი. დუა ლიპამ კი საოცნებო ქალის სტატუსიც მოირგო ვარდისფერი ჰაეროვანი კაბის დამსახურებით. გლამურული კოსტიუმით გამოირჩეოდნენ ქლოია და ჰალი, რომლებმაც "ლუი ვიტონის" ოქროსფერ ტანისამოსზე შეაჩერეს არჩევანი. ბეილის დებმა ამით საკუთარ ინდივიდუალიზმს გაუსვეს ხაზი.
რა თქმა უნდა, შოუს ეპატაჟური ლუქების გარეშე არ ჩაუვლია. "გუჩის" ცილინდრი ბილი აილიშის ნიღბის შესაფერისი იყო, ხოლო ქანთრის სტილში გამოწყობილი მიკი ჰანტონი "ვალენტინოს" გამჭვირვალე მოსაცმელში, დაფარული პეპლებით უდავოდ შეუცვლელი ატრიბუტი გახდა.
წითელ ხალიჩაზე სამეფო სტილის დემონსტრირებით სინტია ერივო გამოირჩეოდა, რომელიც ჰოლივუდის ყველაზე მოდურ ქალად აღიარეს. მის დახვეწილ ვერცხლისფერ კაბაზე იზრუნა დიზაინერმა ნიკოლა ჩესკერმა, რომელმაც სინტიას დაჯილდოების სეზონის საუკეთესო ლუქის მფლობელის სტატუსიც მოუტანა.
იხილეთ ფოტოგალერეა