სტილი

რა არის მოდაში? - ნახეთ საგაზაფხულო "ლუქები" ქართველი სელებრითების მიხედვით

რა არის მოდაში? - ნახეთ საგაზაფხულო "ლუქები" ქართველი სელებრითების მიხედვით
გაზაფხული მოვიდა და გარდერობში ახალი ტრენდული სამოსის არჩევის დრო დგება. ქართველმა სელებრითებმა უკვე გამოიზაფხულეს და სოციალურ ქსელში რამდენიმე საინტერესო ლუქის სურათიც გამოაქვეყნეს. ამ სეზონზე სხვადასხვა სამოსია ტრენდული. დიდი ზომის ტანსაცმელი, ფერადი პრინტები და აქსესუარები კვლავ მოდაშია.

ნახეთ რამდენიმე საგაზაფხულო ლუქი ქართველი სელებრითების მიხედვით




ტელეწამყვანმა და მოდელმა მარიამ სანოგომ არ სეზონზე თეთრი შარვალი, "კაზაჩოკები" და ტყავის მოსაცმელი მოირგო. გაზაფხულზე ამ სტილის ლუქი შესანიშავი არჩევანია, ტყავი კვლავ მოდაშია. 



ტყავის მოსაცმელი მოირგო მომღერალმა ნინო ჩხეიძემაც და შავ კლასიკურ ჩანთასთან და ოთხკუთხედ
სათვალესთან ერთად საგაზაფხულო ლუქი შექმნა. ტყავი ამ სეზონზე ბევრის გარდერობში შეგხვდებათ.



დიზაინერმა ანუკი არეშიძემ საგაზაფხულოდ თხელი პალტო, შარვალი და მაისური შეარჩია, კვლავ ფერადი სამოსი მოირგო და ამ სეზონზე ტრენდული ლუქიც შექმნა.


ანუკიმ ღია მწვანე, სალათისფერი შარვალ-კოსტიუმი, თეთრ-ცისფერში გაწყობილი "ნაიკის" ბოტასები და შანელის კრემისფერი კლასიკური ჩანთა შეუხამა. ამ სეზონზე კრემისფერი კვლავ მოდაშია. 


მოდელმა ნინი გოგიჩაიშვილმა საგაზაფხულოდ თეთრი შარვალი, მაღალი ჩექმა და ცისფერი პიჯაკი მოირგო. ზევიდან კი ლუქს ბეწვის მოსაცმელი და ქუდი შეუხამა. 2021 წლის გაზაფხულზე ქუდები და თეთრი შარვლები ტრენდულია. 



ტელეწამყვანი და მოდელი გვანცა დარასელია გაზაფხულზე ფერადი სამოსით გამოჩნდა. გვანცამ გაზაფხულისთვის ყვითელი, ნაცრისფერი და წითელი ფერები შეარჩია. 



"მასტერშეფის" მონაწილე და ინფლუენსერი ნუცა სურგულაძე გაზაფხულზე ღია კრემისფერი სამოსით გამოჩნდა, რა თქმა უნდა, კრემისფერი კვლავ აქტუალურია.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93