გაზაფხული მოდური ექსპერიმენტების დროა.
სუსხიანი ამინდების შემდეგ გარდერობი განახლებას მოითხოვს. ჩვენ ვიცით, რა დაგეხმარებათ გარდერობის გახალისებაში.
ჩვენ ვსაუბრობთ სეზონის მთავარ ტრენდებზე და ბლოგერების მაგალითზე გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა მოარგოთ ისინი ყოველდღიურ სტილს.
- 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონი სიახლეებით მდიდარი აღმოჩნდა. ამიტომ გადავწყვიტეთ დეტალურად გაგვერკვია, თუ რა სახის სამოსს ვიცვამთ უახლოეს თვეებში. კლასიკის გარდა, რომელიც წლიდან წლამდე აქტუალურად რჩება, გამოჩნდა ახალი, უჩვეულო ვარიანტები. განვიხილოთ რამდენიმე.
- დიზაინერები ამ სეზონზე მრავალფეროვან პრინტებს გვთავაზობენ.
ერთ-ერთი ასეთია რომბების კომბინაცია, რომლებზეც დატანილია წვრილი კონტრასტული ზოლები.
ეს პრინტი თავდაპირველად გამოჩნდა შოტლანდიაში და მე-20 საუკუნის დასაწყისში პოპულარული გახდა მთელ გაერთიანებულ სამეფოში. ის განსაკუთრებით უყვარდათ ოქსფორდის სტუდენტებს. ფერების მხრივ, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს - აქტუალურია როგორც სადა, ასევე ნათელი ფერის მოდელები.
- ამ სეზონზე კოკო შანელის საყვარელი „ბატის ფეხის“ პრინტიც კონკურენტუნარიანია. ნიმუში შედგება უჯრებისა და მოგრძო კუთხეებისგან.
ფრანგულად ამ პრინტს pied-de-bul ეწოდება. რაც ითარგმნება, როგორც „ქათმის ფეხი“. ჩვენს ქვეყანაში კი ჩვეულებრივ მას „ბატის ფეხს“ უწოდებენ.
არსებობს უამრავი ვარიანტი, თუ როგორ უნდა შეუხამოთ ეს ორნამენტი საგაზაფხულო გარდერობს: თავისუფლად აირჩიეთ კოსტიუმი, კაბები, პალტოები, ჟილეტები, კარდიგანები, პანამა და ჩანთები. არ შემოიფარგლოთ მხოლოდ შავი და თეთრი დიაპაზონით: უხდება პასტელურ ფერებსაც.
ეს ნიმუში პოპულარული გახდა 2020 წლის შემოდგომაზე და ამ სეზონზე პოზიციების დათმობას არ აპირებს. თავისუფლად აირჩიეთ პალტოები, პიჯაკები, შარვლები, შორტები და კაბები, რომლებიც გაზაფხულისთვისაა განკუთვნილი, რათა ოდნავ განახლდეს თქვენი ძირითადი გარდერობი.
წარმოგიდგენთ უჯრებიანი პრინტის ერთ-ერთ ყველაზე დელიკატურ და ქალურ ვერსიას.
რომელიც იდეალურია გაზაფხულისა და ზაფხულისთვის, როდესაც სული რომანტიკას ითხოვს.
ამ სეზონზე ატარეთ პასტელური ფერის მაისურები, ტოპები, კაბები, ქურთუკები და კოსტიუმები, რომლებიც მსგავსი ფაქტურისაა.
ის ჰარმონიულად გამოიყურება. უპირატესობა მიანიჭეთ რბილ ქსოვილებს.
ლეოპარდი უკანა პლანზე გადადის, რადგან ამ სეზონზე „ძროხები“ და „ზებრები“ თათზე აბიჯებენ. საკმაოდ ლაკონიური ფერების მიუხედავად, მსგავსი ვარიანტი მშვენიერია და თამამი გადაწყვეტილებაა.
წყარო: Cosmopolitan