სტილი

ახალი ტრენდი მოდაში - როგორ მოვირგოთ კორსეტი სხვადასხვა სტილის სამოსზე

ახალი ტრენდი მოდაში - როგორ მოვირგოთ კორსეტი სხვადასხვა სტილის სამოსზე
ბოლო პერიოდია სოციალური ქსელი ქალბატონების ტრენდულმა აქსესუარმა კორსეტმა მოიცვა, რომელიც ძველ დროში პოპულარულ წვრილ წელს აჩენს და სხეულის ფორმებს უკეთ გამოკვეთს. კორსეტმა გაზაფხულის მოდაშიც შემოაღწია და უკვე მისი მორგება სხვადასხვა სტილის სამოსზე თამამად შეგიძლიათ.

ნახეთ, ახალი ტრენდი მოდაში - როგორ მოვირგოთ კორსეტი სხვადასხვა სტილის სამოსზე




კორსეტი ხშირად თეთრ პერანგსა და მაისურებზე უკეთიათ, რადგან თეთრ "ოვერსაიზ" სტილის სამოსში ის წვრილ წელს აჩენს და სხეულს დახვეწილ ვიზუალს უნარჩუნებს. 



კორსეტი უხდება ყველა ზომის მკერდს და თუ ზედმეტი მუცლის
ცხიმის დამალვა გინდათ მაშინ კორსეტი უნდა შეიძინოთ, მისი მჭიდრო დგომა ყველანაირ სხეულს აწვრილებს და საოცრად ტრენდულია. 



ეს ჯადოსნური ნივთი უხდება გაშვებული სტილის კაბებს და ერთგვარ ვიზუალს უცვლის მას, კორსეტი ასევე ლამაზი იქნება პიჯაკი კაბის სტილსა და საზაფხულო ფრიალა კაბებზე. 



ფრიალა კაბა ვახსენეთ და აი ისიც, თითქოს მწვანე კაბას არაფერი სჭირდება, თუმცა დააკვირდით კორსეტი მას სრულიად სხვა იერს სძენს.



ევროპულ და ამერიკულ მოდაში კორსეტი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ტრიალებს, თუმცა წელს ამ ტრენდმა თავი წლის დასაწყისიდან შეგვახსენა და მთელი სოციალური ქსელი დაიპყრო. კორსეტი უხდება ყველას, ნებისმიერი სტილის ქალბატონს.



თუ მოდის ინდუსტრიას გადავხედავთ, ახალ კოლექციებში აუცილებლად შევხვდებით სადა სამოსზე ფერად კოროსეტებს, რაც საინტერესო ხრიკია, მათთვის ვისაც უბრალო სამოსის ღირებულად ქცევა სურს. 



წყარო : www.harpersbazaar.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93