სტილი

ქართველი ცნობილი ქალების გარდერობი - როგორ ჩავიცვათ ამ სეზონზე

ქართველი ცნობილი ქალების გარდერობი - როგორ ჩავიცვათ ამ სეზონზე
თბილისში უკვე დაცხა და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ზაფხულის ამინდი მოვიდა. ქართველმა ცნობილმა ქალებმა გარდერობი შეცვალეს და ფერადი ამინდის შესაფერისი სამოსი მოირგეს. უკვე თხელი სარაფნებისა და ჭრელი მაისურების სეზონია. ნახეთ, ქართველი სელებრითების გარდერობი - როგორ ჩავიცვათ ამ სეზონზე

ნუცა ბუზალაძე

ყველასთვის საყვარელი მომღერალი ნუცა ბუზალაძე გემოვნებიანი ჩაცმის სტილით გამოირჩევა, ნუცას ფერადი სამოსით ფოტოების გადაღება უყვარს და საინტერესო ლუქებს ყოველ სეზონზე ირგებს.

ამ სეზონზე ნუცამ კოპლებიანი თეთრი ქვედაბოლო და ტოპი მოირგო, ამ სტილის სამოსი 2021 წელს
ტრენდულია. ბუზალაძეს უკვე შოკოლადისფერი რუჯი აქვს და თეთრი ორეული რუჯზე ძალიან მოუხდა.

ნინი ბადურაშვილი 


ნინი ბადურაშვილი გემოვნებიანად იცვამს, მომღერალს თავისი სტილი აქვს და ყველა სეზონზე ტრენდულად და დახვეწილად გამოიყურება. ამ თბილი ამინდებისთვის, ნინიმ ჩვეულებრივი დაბალწელიანი ჯინსები და თეთრი ტოპი შეარჩია. 


ნინის არჩეული ლუქი სადა, მარტივი და ყოველდღიურია და მომღერალს სადა მაკიაჟთან არჩეული სამოსი ძალიან უხდება. 

ქეთი ჟღენტი

ქართველი მოდელი ქეთი ჟღენტი მუდამ კარგ ფორმაშია, მოდელს ბრენდული სამოსი მოსწონს და გემოვნებიან სტილს არასდროს კარგავს. გაზაფხულზე ქეთიმ შავ ფერზე შეაჩერა არჩევანი.

ასევე ჯინსები, ქურთუკი და სადა მაისურიც შეარჩია. ამ ორი ლუქის კომბინაცია ყოველდღიური და გამორჩეული დღეებისთვის შესანიშნავი არჩევანია. 

მარიამ გველესიანი 

მარიამ გველესიანს ფერადი სამოსი და თხელი სარაფნები მოსწონს. ულამაზეს მოდელს ფერადი სამოსი ხშირად აცვია და თბილი დღეებისთვის თამამად შეგვიძლია მისი გარდერობიდან რომელიმე სტილის სარაფანი შევარჩიოთ. 

მარიამ ხორგუაშვილი 

მოდელი მარიამ ხორგუაშვილი შესანიშავ ფორმაშია, მოდელს გამორჩეული სტილი აქვს და მუდამ კარგად გამოიყურება. 

ამ სეზონზე მისი გარდერობიდან შეგვიძლია ნებისმიერი სტილის სამოსი შევარჩიოთ, მოკლე კაბები, სარაფნები და ღია საზაფხულო ფეხსაცმელი ამინდის შესაფერისი არჩევანია.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93