შარფი - ძალიან საინტერესო და უნივერსალური აქსესუარია. ის ყოველთვის დაგეხმარება, როცა არ იცი, რა ჩაიცვა.
მუქი ფერის მაისური და მკვეთრი ფერადი აბრეშუმის შარფი; ზოლიანი ზედა და ყელთან შეკრული სადა ფერის, ან თეთრი პერანგი და ჭრელი შარფი - ყველაფერი ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ძალიან მოდური და ეფექტურია.
თუ ფიქრობთ, რომ შარფის გაკეთება მხოლოდ ყელსა და მხრებზე შეგიძლიათ, ცდებით. არსებობს ბევრნაირი ვარიანტი, როდესაც აბრეშუმის აქსესუარის დახმარებით, ორიგინალურ და ელეგანტურ სტილს შექმნით და ერთი და იმავე აქსესუარით ყოველდღიურად სხვადასხვანაირად ააწყობთ ლუქს.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას, თუ როგორ შეგიძლიათ ატაროთ შარფი და გამოიყურებოდეთ მოდურად.
1. შარფი თავზე
გოგონა თავზე მოხვეული შარფით, მომენტალურად იქცევა ქალურობის განსახიერებად. გარდერობის ასეთ ელემენტს შეუძლია უჩვეულო სტილი შექმნას და რომანტიკულობა, სიმსუბუქე და სინაზე შეგმატოთ.
2. შარფი ქამრის ნაცვლად
შარფის ქამრად გამოყენება ჯინსებზე ან ნაჭრის შარვალზე, აქცენტს წელზე გააკეთებს და საინტერესო ელემენტს შემოიტანს ლუქში. ფერადი შარფი უკეთესად გამოჩნდება ერთი ტონის ტანსაცმელთან.
3. შარფი ჩანთაზე
შარფის ჩანთაზე დამაგრების იდეა იტალიიდან წამოვიდა. შეგიძლიათ დაამაგროთ შარფი ჩანთის სახელურის კუთხეში ან დაახვიოთ მთლიანად სახელურზე.
4. შარფი თმაზე
შარფი გრძელ თმაზე, როგორც ვარცხნილობის ელემენტი, ძალიან ლამაზად გამოიყურება. შეგიძლიათ უბრალოდ განასკვოთ ცხენის კუდზე ან ჩაიწნათ ფრანგულ ნაწნავთან ერთად.
მაღალი ხარისხის ულამაზესი პრინტის მქონე შარფებს გთავაზობთ ახალი ქართული ბრენდი - "ლანდი", რომელსაც ინსტაგრამზე იპოვით. შარფები ტროპიკულ მოტივებზე, ყვავილების პრინტით, გრაფიკული და სხვა, ტრენდული პრინტები ნებისმიერ მოსაწყენ ლუქს გაახალისებს. „ლანდის“ თითოეული პრინტი შეზღუდული რაოდენობითაა.
თუკი თქვენს იმიჯსა და სტილში მუდამ ცდილობთ რაღაც განსაკუთრებული შტრიხის შეტანას, აფასებთ ინდივიდუალიზმს და გიყვართ ექსკლუზიური ნივთები, მაშინ აუცილებლად მოგეწონებათ საგანგებოდ შექმნილი ულამაზესი პრინტები, რომლებსაც ახალი ქართული ბრენდი თავისი მომხმარებლებისთვის ქმნის და ცდილობს, განსხვავებული ვარიანტები შემოგთავაზოთ. ამას გარდა, „ლანდის“ შარფები ორიგინალური შეფუთვითაა და ის არაჩვეულებრივი საჩუქარია.