ყველაფერი სიზარმაცისა და ცნობისმოყვარეობის ნაზავიდან დაიწყო.
ემილი როსი, რომელიც მშობლიური ბერმუდიდან დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად, ჩემოდნების ჩალაგებას ჩქარობდა და საპარსის წაღება დაავიწყდა. ახალ ადგილას კი ყოველდღე ავიწყდებოდა მისი ყიდვა. საბოლოოდ, ის მიხვდა, რომ მოსწონს გაუპარსავი იღლია და ფეხები და საკმაოდ კომფორტულადაც კი გრძნობს თავს.
"ვაღიარებ, რომ თავიდან ჩემთვის ეს სრულიად ბუნებრივი არ იყო", - ამბობს ემილი.
გოგონას თქმით, დრო დასჭირდა იმ სტერეოტიპის დასანგრევად, რასაც ბავშვობაში ასწავლიდნენ, რომ ქალის სხეულზე თმა არ არის მიმზიდველი და ლამაზი. მან შეძლო და შეიყვარა საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც არის.
ემილი ასპირანტი და იოგის მასწავლებელია და მას ეუბნებოდნენ, რომ თმის მოშორება აუცილებელია, რისთვისაც მრავალი მილიონი საშუალება არსებობს: საპარსი, ცვილი, ეპილაცია და ა.შ.
მისი თქმით, მიუღია ბევრი შეურაცხყოფა გაუპარსავი სხეულის გამო. ამიტომ მან დაიწყო გულწრფელი საუბარი საკუთარ გამოცდილებაზე და ახლა უკვე მზად არის უარყოფითი შეფასებისთვის, რომელზეც უკვე აქვს პასუხები.
გოგონა ამბობს, რომ ფეტიშისტების ბრბო თავს დაესხა სოციალურ ქსელში და ის ყოველდღიურად ხდება შეურაცხყოფების სამიზნე.
"მე მესმის ქალების. რთული და საშიშიც კია გამოაჩინო ნამდვილი სხეული", - ამბობს ემილი.
მისი თქმით, 10 წლიდან იპარსავდა ფეხებს, თუმცა მას შემდეგ, რაც შეწყვიტა სხეულის "გალამაზება", მისი კანი უფრო ნაზი და რბილი გახდა.
გოგონას იმედი აქვს, რომ მისი მაგალითით უამრავი ქალი შეწყვეტს შეაჩეროს საკუთარი სხეულის სირცხვილად აღქმა და შეწყვეტს თმის მოშორებას.
"ჩემი სხეული არ უნდა იყოს ბრძოლის ველი. ნებისმიერ შემთხვევაში, თავს კომფორტულად ვგრძნობ - და ეს არის მთავარი", - ამბობს ემილი.
მისივე თქმით, სხეულზე თმა და უსიამოვნო სუნი ერთმანეთთან კავშირში არაა. "მსურველებს ამაში პირადად შეუძლიათ დარწმუნდნენ", - ამბობს გოგონა და სხვადასხვაფრად შეღებილი იღლიის თმით თავს იწონებს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>