იმისათვის, რომ იდეალურად გამოვიყურებოდეთ, პირველ რიგში, უნდა ვიპოვოთ, რა არის სხეულის ფორმა და რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. თუ თქვენ შექმნით ტანსაცმელს ფერის ან სტილის მიხედვით, პირველი, რაზეც უნდა იფიქროთ, არის ,,სად მიდიხართ“. შეიძლება იფიქროთ, რომ ტანსაცმლის შეხამება ადვილია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უნდა ვიცოდეთ მარტივი და მოწინავე სტილის წესები, რომლებიც გამოდგება თითოეული სამოსის სწორად შეხამებაში. ალბათ, უკვე გსმენით, რომ მყარი ფერები ძალიან მოდურია. შემოგთავაზებთ რამდენიმე მყარი ფერის სწორ კომბინაციას აქსესუარებთან ერთად შეხამებაში.
წითელი და თეთრი ფერი
ადამიანებს ხშირად არ უყვართ თეთრი ფერის ტარება, რადგან ზოგი თვლის, რომ არასასურველ სხეულის ფორმებს აჩენს; ზოგი ფიქრობს, რომ რთული შესახამებელი არის. სულაც არა, შეგიძლიათ თეთრ ფერზე ღია ვარდისფერი ატაროთ, იმიტომ, რომ თეთრი ფერი აბალანსებს ფერებს და გამოიყურებით მდიდრულად და ელეგანტურად. ეს მეთოდი ეხება სხვადასხვა პასტელის ფერის დაწყვილებას სამოსში. პასტელის ფერები არის: ვარდისფერი, ცისფერი და ა.შ.
წითელი და შავი ფერი
ჩემი საყვარელი ფერების კომბინაცია არის წითელი და შავი. წითელი ფერის გამოყენება ძალიან ელეგანტურია. დააწყვილეთ წითელი ფერი შავთან და ისიამოვნეთ. ასევე, ნებისმიერი ძლიერი ფერი შესანიშნავად მუშაობს შავთან. ვთქვათ, თუ გვსურს შავი ფერის ტანსაცმლის ჩაცმა, შეგვიძლია უფრო საინტერესო გავხადოთ იგი აქსესუარებით, მაგალითად, მკვეთრი და და ძლიერი ლურჯი ფერით ან გასაოცარი ვარდისფერით.
ყავისფერი და თეთრი ფერი
ყავისფერი ძალიან მოდური არის შემოდგომაზე. თუ ყავისფერი ფერის ჩაცმას გადაწყვეტთ, აუცილებლად შეუხამეთ თეთრი ან შავი.
რაც შეეხება, როგორ შევუხამოთ აქსესუარები არჩეულ სამოსს ფერებში, მე ხშირად ზედას და ფეხსაცმელს ვირჩევ ერთ ფერში. საყვარელი აქსესუარი ჩემთვის არის ჩანთა. ვცდილობ, შევიძინო ჩანთები ნეიტრალურ ფერებში, რადგან ასეთი ფერები სხვა ფერებთან არის ადვილად დაწყვილებადი და შესახამებელი. აირჩიეთ ოქროს და ვერცხლის სამკაულები. ვერცხლი ითვლება, როგორც მაგარი და მყარი ფერის. ოქრო შედარებით თბილი ფერის ქვეტექსტით არის. ასე რომ, თუ გაცვიათ ლურჯი ფერი, უმჯობესი არის შეუხამოთ ვერცხლის სამკაული. მაგრამ თუ ყავისფერი სამოსით ხართ, ყავისფერზე ოქროს სამკაულის ტარება არის იდეალური. დაბოლოს, თუ თქვენ შექმნით ტანსაცმლის კომბინაციას სტილის და ფერების მიხედვით, რაზეც უნდა იფიქროთ ,,სად მიდიხართ“. არ დაგავიწყდეთ, სინამდვილეში გაცილებით მნიშვნელოვანი არის ისეთი სამოსის ტარება, რომელიც არის პრაქტიკული. თუ თავს ვერ გრძნობთ სამოსში კომფორტულად, ალბათ, ისეთი არ გამოვიდა, რასაც გეგმავდით.
ავტორი: ნეტო ბენდელიანი