მომღერალი ნინი ბადურაშვილი საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში გაიცნო, როცა ის „ბასტი-ბუბუს“ სოლისტი გახდა. ნინი ცნობილი ოჯახის გამო მუდმივად ექცეოდა ყურადღების ცენტრში და ინტერესი მისი პირადი ცხოვრებისა თუ კარიერის მიმართ დღემდე არ ცხრება.
ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს. ის, მუსიკალური კარიერის პარალელურად, ერთ-ერთი პოპულარული შოუს თანაწამყვანიცაა და ტელეეკრანზე ხშირად ჩანს. მისი გარეგნობა და სტილი კი გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის იმსახურებს დადებით შეფასებას.
როგორც მისი პირადი გვერდიდან ჩანს, ნინი ზაფხულის ცხელ დღეებში უპირატესობას ღია და ნათელი ფერის სამოსს ანიჭებს, განსაკუთრებით კი, ვარდისფერსა და თეთრს: „თეთრი გედი ხარ“, „საოცრად გამოიყურები“, „შეუდარებელი ხარ“ - წერენ ნინის ფოტოებზე.
ნინი საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება კლასიკური სამოსით, ის, უფრო ხშირად, სპორტულ და ყოველდღიურ, ე.წ. Casual სტილს ირგებს. მის გარდერობში კი დიდი ზომის პიჯაკები, სადა და დახვეწილი პერანგები და ჯინსები ჭარბობს.
ტელეწამყვანობის პარალელურად, ნინი აქტიურ მუსიკალურ კარიერასაც აგრძელებს. სულ ცოტა ხნის წინ მან საკუთარ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა და ახალი მუსიკალური კლიპი დააანონსა, რასაც გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „რა მაგარია“, „მოუთმენლად ველი, წარმატებები”, „საუკეთესო ხარ“ - წერენ გულშემატკივრები.