სტილი

"შეთავსებული მაქვს ჩემი მთელი ცხოვრების საოცნებო პროფესია, ვარ დედა, დიასახლისი..." - რუსა ჩაჩუა მოდაზე, ზაფხულსა და დასვენებაზე

"შეთავსებული მაქვს ჩემი მთელი ცხოვრების საოცნებო პროფესია, ვარ დედა, დიასახლისი..." - რუსა ჩაჩუა მოდაზე, ზაფხულსა და დასვენებაზე
ქართველი მოდელი რუსა ჩაჩუა 4 შვილის დედაა. ერთი შეხედვით, სულ ვერ შეატყობთ, რომ დიდი ოჯახის დიასახლისია, დედობას, მოდელობას და სულ ფორმაში ყოფნას ახერხებს, მუდამ ანათებს და თავისი დახვეწილობით ყველას ყურადღებას იქცევს. რუსა დიდი ხანია პრესაში არ გამოჩენილა, ბომონდს კი თავის მოვლაზე, ზაფხულსა და მოდაზე ესაუბრა.

- პირველ რიგში, სად აპირებთ დასვენებას?

- მთელი ოჯახი აგარაკზე ვართ და ვფიქრობთ, ამ ზაფხულს სხვადასხვა ადგილს მოვინახულებთ. საზღვარგარეთ წასვლას არ ვგეგმავთ, ვუფრთხილდებით თავს. უკვე ყველამ გავიკეთეთ აცრა და ყოჩაღად
ვართ. ვაპირებთ ერთი კვირით კახეთში და შემდეგ ზღვაზე წავიდეთ, ამ წელს საქართველოს მოვივლით, იმ ადგილებსაც ვნახავთ, სადაც აქამდე არ ვყოფილვართ.

- ზაფხულია, ცხელი და მზიანი სეზონი, როგორ უვლით სახის კანს ზაფხულში?

- დიდი რაოდენობით წყალს ვსვამ, რადგან ამ სიცხეში ორგანიზმიდან ბევრი წყალი ორთქლდება. ასევე მივირთმევ ხილს და იმ პროდუქტებს, რომლებიც წყალს შეიცავს. დროდადრო მსუბუქი ნიღბებითა და საცხებით ვუვლი სახის კანს, სიცხეში მძიმეს და ცხიმიანს ვერ ვიყენებ. ასევე ვცდილობ არ დამავიწყდეს მზისგან დამცავი. ცოტა ხნის წინ ბავშვები მყავდა აუზზე. სახე დავიცავი, ტანზე არაფერი წავისვი და დავიწვი. არ მიყვარს არასწორად რუჯის მიღება. ბოლო წლებია რუჯსაც ვერიდები, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევ, ჩემი შვილებისთვის მაგალითი ვარ. სწორად ვიკვებები და რუჯსაც მხოლოდ დილაობით ვიღებ. ყველას ვურჩევ, აუცილებლად გამოიყენონ მზისგან დამცავი.


- მუდამ ბზინვარე თმა გაქვთ, რომელ პროდუქტებს იყენებთ ამისთვის?

- ვცდილობ, თმა ბუნებრივად გამიშრეს და საშრობი არ გამოვიყენო. ასევე, წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ვიღებავ თმას. ვიყენებ თმის ნიღბებს, იმისთვის, რომ სირბილე და ბზინვარება შევუნარჩუნო მას. სხვადასხვა ეთერზეთის მოყვარული ვარ. როცა დრო მაქვს, აბუსალათინის ზეთს, კვერცხის გულს და E ვიტამინს ვიყენებ ხოლმე.

კვერცხს ვურევ E ვიტამინს, შემდეგ აბუსალათინის ზეთს და ნიღაბივით ვიტან თმაზე. როგორც კი შეშრება, ჩამოვიბან და ძალიან კარგ შედეგს მაძლევს. სადილისთვის არასდროს ვიყენებ ნაყიდ მაიონეზს, ყოველთვის სახლში ვამზადებ მას, კვერცხის გულის, ზეითუნის ზეთის და რამდენიმე ინგრედიენტისგან. თუ ეს მაიონეზი მომრჩება და ცოტა დროსაც გამოვნახავ, ამ ნიღაბსაც ვიდებ თმაზე, კარგი შედეგი აქვს, არბილებს და აჯანსაღებს ნებისმიერი ტიპის თმას. რაც მთავარია, სახლის მაიონეზი ბუნებრივია და არ შეიცავს არანაირ დანამატს.

- სახლში დამზადებული სახის საყვარელი ნიღბებიც ხომ არ გაქვთ?

- სახისთვის ვიყენებ ხოლმე კიტრს, ატენიანებს კანს და დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. ასევე ნიღბის სახით ვიდებ ხოლმე არაჟანს და როდესაც ოდნავ შეშრება, ჩამოვიბან. კანი ხდება მკვრივი, დატენიანებული და ცხიმიანობასაც არეგულირებს. მარწყვი და თაფლიც მიყვარს, თუმცა მარწყვი სეზონური ხილია, ასევე ორივე ალერგიული პროდუქტია და თუ ალერგია გაწუხებთ, ჯობს თავი შეიკავოთ.

- გაგვიზიარეთ თქვენი ფორმაში ყოფნის საიდუმლო...

- ვცდილობ ვივარჯიშო, ბევრი ვიმოძრაო. სულ რომ არ ვივარჯიშო, დღეში 5-6 კილომეტრი უნდა გავიარო და თუ თან ტელეფონიც მაქვს, მარტივად ვახერხებ კილომეტრების დათვლას. ასევე ვცდილობ 6 საათის შემდეგ საკვები არ მივირთვა. თუ ძალიან გამიჭირდება, დაბალპროცენტიან მაწონს ვჭამ და დილაობით 12 საათამდე ხილს მივირთმევ. ახლა საზამთროსა და ნესვის პერიოდია, ეს სეზონი ამიტომ მიყვარს. ხილსაც და ბოსტნეულსაც ისე ვიღებ, როგორც ცალკე კვება, არასდროს ვაყოლებ სადილს ან საუზმეს. რაც უფრო ვიზრდებით, უფრო მარტივად გვემატება წონა და მეც ვცდილობ, ვაკონტროლო ის.

- ცოტა ჩაცმაზეც ვისაუბროთ, ამ სეზონზე რომელ ფერებს ანიჭებთ უპირატესობას?

- ვფიქრობ, ყველა ფერი და ყველა სამოსია მოდაში, თუ მას ჩვეულებრივ ირგებ. არ აქვს მნიშვნელობა ბრენდს, სტილსა და დიზაინერს. მთავარია, თქვენ როგორ გრძნობთ რომელიმე კონკრეტულ სამოსში თავს. ნამდვილად ვერ ვურჩევ თქვენს მკითხველსა და ჩემს გამომწერებს, რაიმე ჩაიცვან. ყველაფერია მოდაშია, რაც გაგრილებთ და გსიამოვნებთ. თუ ის ფერადი და ჭრელი განიჭებთ ბედნიერებას, მაშინ მოირგეთ. მოდიდან გაქრა ჩარჩოები, ყველა ცდილობს თავს კომფორტულად და ლამაზად გრძნობდეს და ჩვენც ჩავიცვათ ის, რაც გვსურს.

- დაასრულეთ ფრაზა: ზაფხული წარმოუდგენელია...

- ზღვის, აუზის, მზისა და დასვენების გარეშე.

- ჩემში მიყვარს...

- კარგი ხასიათი. ადვილია კარგი ხასიათით ცხოვრება. როდესაც ბედნიერი ვარ, ამ ყველაფერს სხვასაც ვუზიარებ და მგონია, რომ გადამდებია. სულ ვცდილობ, არავის ვაგრძნობინო, რომ შეწუხებული ვარ ან რაიმე დისკომფორტს ვგრძნობ.

- რომ არა მოდელი, ვიქნებოდი...

- ვიქნებოდი ბევრი პროფესიის ადამიანი, პირველ რიგში - არქეოლოგი, ბავშვობის ოცნებაა. შეიძლება მსახიობიც ვყოფილიყავი. დღესდღეობით შეთავსებული მაქვს ჩემი მთელი ცხოვრების საოცნებო პროფესია - ვარ დედა, დიასახლისი და მზრუნველი ადამიანი ჩემი საყვარელი ხალხისთვის. ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს სხვაზე ზრუნვა, როდესაც ყველა ბედნიერია და მათი სურვლებიც სრულდება. ეს ბევრად უფრო კარგ განწყობაზე მაყენებს. დედობა და დიასახლისობა საკმაოდ შრომატევადია, თუმცა ეს შრომა ჩემი ოჯახის წევრებისგან მიფასდება.
განაგრძეთ კითხვა

ქართველი მოდელი რუსა ჩაჩუა 4 შვილის დედაა. ერთი შეხედვით, სულ ვერ შეატყობთ, რომ დიდი ოჯახის დიასახლისია, დედობას, მოდელობას და სულ ფორმაში ყოფნას ახერხებს, მუდამ ანათებს და თავისი დახვეწილობით ყველას ყურადღებას იქცევს. რუსა დიდი ხანია პრესაში არ გამოჩენილა, ბომონდს კი თავის მოვლაზე, ზაფხულსა და მოდაზე ესაუბრა.

- პირველ რიგში, სად აპირებთ დასვენებას?

- მთელი ოჯახი აგარაკზე ვართ და ვფიქრობთ, ამ ზაფხულს სხვადასხვა ადგილს მოვინახულებთ. საზღვარგარეთ წასვლას არ ვგეგმავთ, ვუფრთხილდებით თავს. უკვე ყველამ გავიკეთეთ აცრა და ყოჩაღად ვართ. ვაპირებთ ერთი კვირით კახეთში და შემდეგ ზღვაზე წავიდეთ. ამ წელს საქართველოს მოვივლით, იმ ადგილებსაც ვნახავთ, სადაც აქამდე არ ვყოფილვართ.

- ზაფხულია, ცხელი და მზიანი სეზონი, როგორ უვლით სახის კანს ზაფხულში?

- დიდი რაოდენობით წყალს ვსვამ, რადგან ამ სიცხეში ორგანიზმიდან ბევრი წყალი ორთქლდება. ასევე მივირთმევ ხილს და იმ პროდუქტებს, რომლებიც წყალს შეიცავს. დროდადრო მსუბუქი ნიღბებითა და საცხებით ვუვლი სახის კანს, სიცხეში მძიმეს და ცხიმიანს ვერ ვიყენებ. ასევე ვცდილობ არ დამავიწყდეს მზისგან დამცავი. ცოტა ხნის წინ ბავშვები მყავდა აუზზე. სახე დავიცავი, ტანზე არაფერი წავისვი და დავიწვი. არ მიყვარს არასწორად რუჯის მიღება. ბოლო წლებია რუჯსაც ვერიდები, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევ. ჩემი შვილებისთვის მაგალითი ვარ. სწორად ვიკვებები და რუჯსაც მხოლოდ დილაობით ვიღებ. ყველას ვურჩევ, აუცილებლად გამოიყენონ მზისგან დამცავი.

153752609-453869785794279-2008169421248524796-n-1626691864.jpg

- მუდამ ბზინვარე თმა გაქვთ, რომელ პროდუქტებს იყენებთ ამისთვის?

- ვცდილობ, თმა ბუნებრივად გამიშრეს და საშრობი არ გამოვიყენო. ასევე, წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ვიღებავ თმას. ვიყენებ თმის ნიღბებს, იმისთვის, რომ სირბილე და ბზინვარება შევუნარჩუნო მას. სხვადასხვა ეთერზეთის მოყვარული ვარ. როცა დრო მაქვს, აბუსალათინის ზეთს, კვერცხის გულს და E ვიტამინს ვიყენებ ხოლმე.

კვერცხს ვურევ E ვიტამინს, შემდეგ აბუსალათინის ზეთს და ნიღაბივით ვიტან თმაზე, როგორც კი შეშრება, ჩამოვიბან და ძალიან კარგ შედეგს მაძლევს. სადილისთვის არასდროს ვიყენებ ნაყიდ მაიონეზს, ყოველთვის სახლში ვამზადებ მას კვერცხის გულის, ზეითუნის ზეთის და რამდენიმე ინგრედიენტისგან. თუ ეს მაიონეზი მომრჩება და ცოტა დროსაც გამოვნახავ, ამ ნიღაბსაც ვიდებ თმაზე, კარგი შედეგი აქვს, არბილებს და აჯანსაღებს ნებისმიერი ტიპის თმას. რაც მთავარია, სახლის მაიონეზი ბუნებრივია და არ შეიცავს არანაირ დანამატს.

- სახლში დამზადებული სახის საყვარელი ნიღბებიც ხომ არ გაქვთ?

- სახისთვის ვიყენებ ხოლმე კიტრს, ატენიანებს კანს და დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. ასევე ნიღბის სახით ვიდებ ხოლმე არაჟანს და როდესაც ოდნავ შეშრება, ჩამოვიბან. კანი ხდება მკვრივი, დატენიანებული და ცხიმიანობასაც არეგულირებს. მარწყვი და თაფლიც მიყვარს, თუმცა მარწყვი სეზონური ხილია, ასევე ორივე ალერგიული პროდუქტია და თუ ალერგია გაწუხებთ, ჯობს თავი შეიკავოთ.

125351550-107076077812522-867716157498806223-n-1626691863.jpg

- გაგვიზიარეთ თქვენი ფორმაში ყოფნის საიდუმლო...

- ვცდილობ, ვივარჯიშო, ბევრი ვიმოძრაო. სულ რომ არ ვივარჯიშო, დღეში 5-6 კილომეტრი უნდა გავიარო და თუ თან ტელეფონიც მაქვს, მარტივად ვახერხებ კილომეტრების დათვლას. ასევე ვცდილობ 6 საათის შემდეგ საკვები არ მივირთვა. თუ ძალიან გამიჭირდება, დაბალპროცენტიან მაწონს ვჭამ და დილაობით 12 საათამდე ხილს მივირთმევ. ახლა საზამთროსა და ნესვის პერიოდია, ეს სეზონი ამიტომ მიყვარს. ხილსაც და ბოსტნეულსაც ისე ვიღებ, როგორც ცალკე კვება, არასდროს ვაყოლებ სადილს ან საუზმეს. რაც უფრო ვიზრდებით, უფრო მარტივად გვემატება წონა და მეც ვცდილობ, ვაკონტროლო ის.

- ცოტა ჩაცმაზეც ვისაუბროთ, ამ სეზონზე რომელ ფერებს ანიჭებთ უპირატესობას?

- ვფიქრობ, ყველა ფერი და ყველა სამოსია მოდაში, თუ მას ჩვეულებრივ ირგებ. არ აქვს მნიშვნელობა ბრენდს, სტილსა და დიზაინერს. მთავარია, თქვენ როგორ გრძნობთ რომელიმე კონკრეტულ სამოსში თავს. ნამდვილად ვერ ვურჩევ თქვენს მკითხველსა და ჩემს გამომწერებს, რაიმე ჩაიცვან. ყველაფერია მოდაშია, რაც გაგრილებთ და გსიამოვნებთ. თუ ის ფერადი და ჭრელი განიჭებთ ბედნიერებას, მაშინ მოირგეთ. მოდიდან გაქრა ჩარჩოები, ყველა ცდილობს თავს კომფორტულად და ლამაზად გრძნობდეს და ჩვენც ჩავიცვათ ის, რაც გვსურს.

- დაასრულეთ ფრაზა: ზაფხული წარმოუდგენელია...

- ზღვის, აუზის, მზისა და დასვენების გარეშე.

- ჩემში მიყვარს...

- კარგი ხასიათი. ადვილია კარგი ხასიათით ცხოვრება. როდესაც ბედნიერი ვარ, ამ ყველაფერს სხვასაც ვუზიარებ და მგონია, რომ გადამდებია. სულ ვცდილობ, არავის ვაგრძნობინო, რომ შეწუხებული ვარ ან რაიმე დისკომფორტს ვგრძნობ.

122419867-272839080669949-213677998376791345-n-1626693903.jpg

- რომ არა მოდელი, ვიქნებოდი...

- ვიქნებოდი ბევრი პროფესიის ადამიანი, პირველ რიგში - არქეოლოგი, ბავშვობის ოცნებაა. შეიძლება მსახიობიც ვყოფილიყავი. დღესდღეობით შეთავსებული მაქვს ჩემი მთელი ცხოვრების საოცნებო პროფესია - ვარ დედა, დიასახლისი და მზრუნველი ადამიანი ჩემი საყვარელი ხალხისთვის. ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს სხვაზე ზრუნვა, როდესაც ყველა ბედნიერია და მათი სურვლებიც სრულდება. ეს ბევრად უფრო კარგ განწყობაზე მაყენებს. დედობა და დიასახლისობა საკმაოდ შრომატევადია, თუმცა ეს შრომა ჩემი ოჯახის წევრებისგან მიფასდება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93