მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი - რა თქმა უნდა, ქალური და სექსუალურია, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში გინდება ჩაიცვა სპორტული ფეხსაცმელი, რომელშიც თავს ძალიან კომფორტულდ იგრძნობ. სულაც არ არის აუცილებელი, სპორტული ფეხსაცმელი სპორტულ ტანსაცმელს შეუხამო. თანამედროვე მოდის ტენდენციები საშუალებას გვაძლევს, რომ სპორტული ფეხსაცმელი კლასიკურ „ლუქთანაც“ მოვირგოთ და საინტერესო სტილი შევქმნათ.
მოდით, ვნახოთ, თუ როგორი სპორტული ფეხსაცმელები იქნება აქტუალური შემოდგომის სეზონზე.
თეთრი სპორტული ფეხსაცმელი შეგიძლიათ თამამად ჩაიცვათ როგორც ჰუდთან, ასევე რომანტიკულ კაბებთან და საქმიან კოსტიუმთან. ბევრმა ბრენდმა შეიტანა ახალ კოლექციებში ეს ტენდენცია და აჩვენა, როგორ უნდა გამოიყენო სპორტული ფეხსაცმელი ყოველდღიურ გარდერობში. ძალიან კარგი მაგალითია New Balance-ის სადა მოდელი, რომელიც ძალიან მოუხდება კაბასაც და საქმიან კოსტიუმსაც.
ორიგინალი მოდელი შეგიძლიათ შეიძინოთ 30%-მდე ფასდაკლებით, პირველ ქართულ ონლაინ აუთლეტ მაღაზიაში - Gooutlet.ge სახლიდან გაუსვლელად.
ასევე ძალიან პოპულარული მოდელია PUMA-ს თეთრი სპორტული ფეხსაცმელი ვერცხლისფერი აქცენტებით. ეს კონკრეტული მოდელი წლის ერთ-ერთი ბესტსელერია.
ხოლო იმ შემთხვევისთვის, როდესაც გსურთ აქცენტი რომელიმე ერთ კონკრეტულ ფერზე გააკეთოთ, adidas-ის კლასიკური მოდელი იდეალური იქნება.
ტრენდული მოდელია adidas Crazyflight USAV Shoes Women's
New Balance Women's NB Nergize Sport Shoes Grey with Blue & Green და New Balance Women's 068 Shoes Pink
კიდევ ერთი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც არასოდეს გადავა მოდიდან - Sneakers-ებია. შემოდგომის თბილ ამინდებში ის ყოველდღიური ლუქის იდეალური ელემენტია. აქტუალური მოდელი PUMA-ს შავი Sneakers-ია, თეთრი ძირით და გველის ტყავის პრინტის ჩანართით.
ასევე ძალიან პოპულარულია nude ფერის მოდელი, კრემისფერი და ჩალისფერი ელემენტებით.
მათ, ვისაც განსხვავებული და ექსტრავაგანტური სტილი მოსწონს, აუცილებლად მოეწონება adidas-ის ეს საინტერესო მოდელი.
GoOutlet.GE-ზე მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 80%-მდე ფასდაკლებით სხვადასხვა ბრენდზე და მოქნილი გადახდის სისტემით, რომელიც გულისხმობს: