ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ეკო „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მისი სტილი და ვიზუალი კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ტელეწამყვანი გამომწერებს ხშირად აძლევს რჩევებსაც თავის მოვლასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით.
ამჯერად ეკო ახალ ფოტოებს ზღვის სანაპიროდან აქვეყნებს: „სულ იმაზე ვწუწუნებთ, რომ დრო საოცრად სწრაფად გადის და მასთან ერთად ცხოვრებაც… მაგრამ ამ ცხოვრებაში ზაფხულის დრო ყველაზე სწრაფად გარბის, მიჰქრის და მერე უცბად ქრება. თან სულ ასეა, ყოველ წელს, ყოველ ზაფხულს, არასდროს არ გვყოფნის…“ - წერს ტელეწამყვანი. მისი ფოტოები გულშემატკივრების მხრიდან, როგორც ყოველთვის, უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს: „გიხდება ზღვის ხედი“, „ძალიან ლამაზად გამოიყურები“, „რა საოცარ ფორმაში ხარ“, „უსაყვარლესი გოგო ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.