სტილი

ღიმილიანი და თავდაჯერებული გოგო - როგორი იყო თინა კანდელაკი 15 წლის ასაკში

ღიმილიანი და თავდაჯერებული გოგო - როგორი იყო თინა კანდელაკი 15 წლის ასაკში
თინა კანდელკაზე რუსული გამოცემები ხშირად წერენ. მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომელებიც აღნიშნავენ, რომ თინა ბოლო 30 წლის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა - 45 წლის ტელეწამყვანი და პროდიუსერი კვლავ 15 წლის გოგოსავით გამოიყურება.



სასკოლო სეზონის მოსვლასთან ერთად, თინა კანდელაკმა საკუთარი ბავშვობაც გაიხსენა და გამოაქვეყნა აქამდე უცნობი ფოტო, რომელიც საშუალო სკოლაშია გადაღებული: „გულწრფელად გეტყვით, მე ძალიან მიყვარდა სკოლა. 1 სექტემბერი ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი დღე, რომელიც დაკავშირებულია ახალ შესაძლებლობებთან, ახალი ცხოვრების დაწყებასთან, ახალ მეგობრებთან და მასწავლებლებთან. რომ
შემეძლოს, ახლაც სიამოვნებით დავბრუნდებოდი იმ დროში. ყველას საკუთარი ისტორია აქვს, თავიდან ეს დაწყებითი კლასები იყო, შემდეგ კი - ცხოვრების უზარმაზარი სკოლა“ - წერს ჟურნალისტი.



"ფოტოში, რომელიც თინა კანდელაკმა გამოაქვეყნა, ის 15 წლისაა. შეუძლებელია, მის ახლანდელ და ძველ ფოტოებში სხვაობა იპოვო, ის ისეთად დარჩა, როგორიც თინეიჯერობის დროს, 30 წლის წინ იყო" - წერენ რუსულ მედიაში.

მას ხშირად ადანაშაულებენ, რომ ფორმას სხვადასხვა პროცედურებითა და ქირურგიული ჩარევებით ინარჩუნებს, თუმცა თავად თინა ამას ყოველ ჯერზე უარყოფს: „მე არ მიმიმართავს რაიმე პროცედურისთვის, გარდა ბრეკეტებისა, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ვატარებდი. მაყურებელს სურს, რომ წამყვანი მოწესრიგებული და მოვლილი იყოს“ - თქვა მან და იმ მოთხოვნათა სიაც გამოაქვეყნა, რომელსაც ტელეწამყვანს უყნენებს სამსახურში მიღებამდე.


თინა კანდელაკი განსაკუთრებით ზრუნავს საკუთარ სილამაზესა და გარეგნობაზე და მას კოსმეტიკური ბრენდი სახელწოდებით "ANSALIGY" აქვს.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93