მოდელი, დიზაინერი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი განსაკუთრებით აქტიურია „ინსტაგრამზე“, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს სალომეს მიერ ბოლოს დამოქვეყნებული ფოტოები, სადაც მან თეთრი ფერის პიჯაკი და ტრენდული სამკაულები მოირგო: „საქართველოს დედოფალი“, „სილამაზე ხარ“, „გასაგიჟებელი გოგო“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ მოდელს ძალიან უხდება თეთრი. მის საზაფხულო „ლუქებში“ სწორედ ეს ფერი ჭარბობს. ეს ყურადღების მიღმა არ რჩებათ გამომწერებსაც, რომლებიც კომპლიმენტებს მის მიმართ არასდროს იშურებენ: „ყველაფერთან ერთად, საოცარი სტილი გაქვს“, „ულამაზესი ხარ, სალომე“, „ძალიან დახვეწილი ხარ“ – წერენ „ინსტაგრამზე“.
თავად სალომე ხშირად აღნიშნავს, რომ ძალიან მოსწონს გარუჯული სხეული და ცდილობს, ლამაზი ფერი არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს შეინარჩუნოს.