თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.
„სხვანაირი ვარ, თუმცა ცვლილებები საინტერესოა“ - ამ წარწერით აქვეყნებს თიკა ფაცაცია ახალ ფოტოებს. როგორც ჩანს, მან ახალი სატელევიოზი სეზონის დაწყებასთან ერთად, ახალი იმიჯი მოირგო და ვარცხნილობა შეიცვალა. როგორც ყოველთვის, თიკა გამომწერებისგან ამჯერადაც უამრავ კომპლიმენტს იღებს: „ყველაფერი გიხდება“, „საოცარი ხარ“, „ძალიან ლამაზი ფერია, გიხდება“, „ელეგანტური ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.