სოციალური მედია არასასურველი კრიტიკის კერაა. და ყველაზე ხშირად კრიტიკა ცნობილი სახეებისა და ვარსკვლავებისკენაა მიმართული. სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ პოპულარული მსახიობების, მომღერლების, ტელესახეების ჩაცმულობას, სტილს, ვარცხნილობას. ხშირად წერენ იმასაც, რომ ამერიკაში მაღალი ხარისხის მანიკიურის გაკეთება არ იციან.
კომიქსების პერსონაჟები, მოძველებული ფიგურები და არც ისე ტრენდული ფერები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ გრძელი სიისა, რასაც ევროპელები ამერიკელებს საყვედურობენ. ყველაზე მთავარ კი, მაინც, ხარისხია. ევროპელი ქალები დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკაში გემოვნებასთან ერთად, ხარისხის პრობლემაცაა, ამას კი ცნობილი სახეების მაგალითზე ამტკიცებენ:
ბლეიქ ლაივლი
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ზოგს არც ეს დელიკატური მანიკური მოსწონს! რძისფერ ბაზაზე გამოსახული ყვავილები ევროპელებისთვის არც ისე მომხიბვლელია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიზაინი მორგებულია როგორც ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ისე ოფისისა და მნიშვნელოვანი წვეულებებისთვის, ბლეიქს ამ მანიკიურის გამო მაინც ბევრი აკრიტიკებს.
ჯენიფერ ლოპესი
ჯეი ლოს მანიკიური, რომელიც ვერსაჩეს სახლის ვიზუალურ კოდზე მიგვანიშნებს, ასევე გახდა კრიტიკის ობიექტი. ეს დიზაინი ნამდვილად ექსტრავაგანტულად გამოიუყურება, თუმცა მომღერალს ეს სტილი ძალიან მოსწონს და მისი მანიკიური ყოველთვის ასეთი დატვირთული და მრავალფეროვანია. ასე რომ, ჯენიფერ ლოპესი, კრიტიკის მიუხედავად, არ აპირებს უარი თქვას იმაზე, რაც ასე ძალიან მოსწონს.
რიანა
განსხვავებით ჯენიფერ ლოპესისა და ბლეიქ ლაივლისგან, ქალების გაღიზიანებას რიანას შემთხვევაში მისი ფრჩხილების ზომა და ფორმა იწვევს. მაშინაც კი, როცა მომღერალი უბრალო წითელ მანიკიურს ატარებს, მას მუდმივად აკრიტიკებენ და წერენ, რომ ის უგემოვნოა, რომ მან არ იცის, როგორ შეარჩიოს სწორი დიზაინი... „საშინელებაა, ალბათ მას არასდროს უნახავს ნორმალური მანიკიური“, „ეს უბრალოდ კატასტროფაა“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
კელი ოსბორნი
მინიმალისტური, თუმცა ოროგინალური დიზაინით კელი ოსბორნმაც დაიმსახურა კრიტიკა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კელი განხილვის ობიექტი ხდება. ის თავისი ექსტრავაგანტული სტილით არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში და, მიუხედავად ამისა, მაინც აგრძელებს გულშემატკივართა გაოცებას.
თქვენ როგორ მანიკიურს ანიჭებთ უპირატესობას? ფიქრობთ, რომ ვარსკვლავები მართლაც უგემოვნო დიზაინს ირჩევენ?