სტილი

როგორ დაიკლო ნუცა ბუზალაძემ 14 კილოგრამი - მომღერლის რაციონი და ცხოვრების სტილი

როგორ დაიკლო ნუცა ბუზალაძემ 14 კილოგრამი - მომღერლის რაციონი და ცხოვრების სტილი
წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 260 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობასა და კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.

ამჯერად ნუცა ბუზალაძე საკუთარი დღის რეჟიმის შესახებ საუბრობს: „ჩემი დილა იწყება წყლით და შემდეგ ყავით, რადგან ყავა ძალიან მიყვარს. თუ რამე სასწრაფო საქმე არ მაქვს, ვცდილობ, წავიდე და ვივარჯიშო. დილით საუზმეს მივირთმევ, მიყვარს იოგურტი, გრანოლა, შავი შოკოლადი, თხილი ნუში...“ - ამბობს მომღერალი. ნუცამ საყვარელი საუზმის რეცეპტიც გაამხილა, რომელსაც მაწვნით, თაფლით,
ხაჭოთი, გრანოლათი და სხვადასხვა თხილეულით ამზადებს.




„რთულია, ყოველთვის ივარჯიშო და ჯანსაღად იკვებო. ხანდახან მაქვს ხოლმე 2-3 კვირა, როცა ამის არც დრო მაქვს და არც ენერგია. თუ ვიცი, რომ ვარჯიშის დრო არ მექნება, ერთი საათის განმავლობაში მაინც დავრბივარ. კრივი მიყვარს ძალიან და ჩემს ტრენერთან ერთად ვვარჯიშობ კვირაში სამ დღეს. მე როცა ჭარბი წონა მქონდა, დავიწყე კრივზე ვარჯიში და 14 კილოგრამი დამაკლებინა კრივმა. მე ვთვლი, რომ ვარჯიში არის ბედნიერების ელექსირი. დარბაზიდან რომ გამოვდივარ, ყოველთვის ბედნიერი ვარ, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი დღე მქონდა. ყველას ვურჩევ, ივარჯიშოს, თუნდაც სახლში. დამიჯერეთ, ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება” - ამბობს მომღერალი.

ნუცა ბუზალაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ახალ კლიპზე მუშაობა უკვე დაიწყო: „ვმუშაობ ახალ კლიპზე და ახალ პროექტზე, თუმცა დეტალებს ჯერ ვერ ვიტყვი“ - თქვა მან.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93