საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, საზოგადოების ყურადღება ჩაცმის სტილით მიიპყრო. შვილთან ციხეში ვიზიტის დროს მას ეცვა თეთრი სამოსი - თეთრი ქურთუკი, ასევე თეთრი კაბა და რაც სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარ თემად იქცა, წვიმიანი ამინდისთვის განკუთვნილი გამჭვირვალე ჩექმა.
ფეხსაცმელი, რომელიც ექსპრეზიდენტის დედას ეცვა, Chanel-ის 2018 წლის გაზაფხულის კოლექციიდანაა, რომელიც 2017 წელს წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ ეს ფეხსაცმელი ბრენდის ოფიციალურ საიტზე უკვე აღარაა ხელმისაწვდომი და მთლიანად გაყიდულია.
განაგრძეთ კითხვა