შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებულიაქტიურობით გამოირჩევა, ის გამომწრეებს ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით, მათგან კი ყოველთვის დადებით შეფასებასა და კომპლიმენტებს იღებს.
ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს შორენა ბეგაშვილის სტილი და ჩაცმულობა. მისი გულშემატკივრები ხშირად აღნიშნავენ, რომ ის ნებისმიერ სიტუაციაში იდეალურად გამოიყურება და თანაბარი წარმატებით ირგებს როგორც კლასიკურ, ისე სპორტულ სტილს. „ყველაფერი ერთ ქალში, საოცრება ხარ“, „შესანიშნავად გამოიყურები, თეთრი ძალიან გიხდება“, „საუკეთესო გემოვნება გაქვს“ - წერენ „ინსტაგრამზე“.