წელს წინდები და კოლჰოტები არა მხოლოდ სუსხიან ამინდებთან გამკლავების საუკეთესო საშუალება, არამედ ამ სეზონის მთავარი ტრენდიცაა, მაგრამ მათი სწორად მორგება და სამოსთან გემოვნებით შეხამება მარტივი საქმე სულაც არ არის.
თანამედროვე ადამიანის გარდერობში აქსესუარებს დიდი ადგილი უჭირავს, რადგან ეს დასრულებული „ლუქის“ შექმნისთვის აუცილებელი ატრიბუტია. მაგრამ ცივ ამინდში, როცა გვსურს, თან ელეგანტურად გამოვიყურებოდეთ და თან არ გვციოდეს, სწორი დეტალების შერჩევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ გთავაზობთ კრისტინა შვეცის რჩევებს, როგორ მოვირგოთ სწორად წინდები და კოლჰოტები ზამთარში:
მუქი კოლჰოტები
სტანდარტული და მომგებიანი - შავი კოლჰოტი. მომგებიანია, როცა კოლჰოტები შერწყმულია შავ ფეხსაცმელთან, მუქ ქვედაკაბასთან ან შორტებთან. ფრთხილად შეუთავსეთ შავი კოლჰოტი ღია ფერის ფეხსაცმელს და ღია ფერის ტანსაცმელს, ეს საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა. უფრო მეტიც, მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს თქვენი მთლიანი „ლუქი“.
ღია ფერის კოლჰოტები
მუქი ფერებისგან განსხვავებით, თეთრი კოლჰოტები, რომლებიც ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდება, ზამთრის "ლუქის" კაშკაშა ელემენტად შეიძლება იქცეს. უფრო მეტიც, ამ სეზონში მოდას დაუბრუნდა პრეპი სტილი, რომელშიც ისინი შესანიშნავად ჯდება. საინტერესოა, როცა თეთრი კოლჰოტები შერწყმულია ფერად ფეხსაცმელთან. ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ შარშანდელი ტრენდი, „ბადე კოლჰოტი“, რომელიც წელსაც აქტუალურია.
ნეიტრალური ფერები
თუ თქვენ უპირატესობას ანიჭებთ მშვიდ ფერთა შეთანხმებებს, ყურადღება გაამახვილეთ გამჭვირვალე ტექსტურებზე. ეცადეთ, კოლჰოტის ფერი ემთხვეოდეს სამოსის ფერს და შექმნათ მონოქრომული „ლუქი“. ასე თქვენ შეძლებთ, იყოთ ტრენდული და თავს კომფორტულად გრძნობდეთ.
ფერადი კოლჰოტები
ფერადი კოლჰოტები და წინდები ამ სეზონის თამამი ტრენდია. ახალ სეზონზე დიზაინერებმა ცისარტყელას პალიტრა ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად აქციეს. ზამთარში განსაკუთრებით აქტუალურია მწვანე, ნარინჯისფერი, ლურჯი და ყვითელი მოდელები.
ბადე და პრინტები
ბადისებრი კოლჰოტები ასევე რჩება აქტუალურად ამ სეზონზე და შესაფერისია როგორც ყოველდღიური „ლუქისთვის“, ასევე უფრო ელეგანტური მინი და მიდი-კაბებისთვის. მნიშვნელოვანია ბადის ზომისა და ფორმის სწორად შერჩევა, რათა მათ ვიზუალურად არ დაამახინჯონ ფეხის ფორმა.
ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტენდენციაა კოლჰოტები ცნობილი ბრენდების ლოგოებითა და წარწერებით. ძირითადად, შავი და სხვა მუქი ფერები, რომლებიც იდეალურია ამ სეზონის აქტუალური ჩექმისთვის.