მოდური შარფები
მოდური შარფები
ადამიანები უხსოვარი დროიდან ატარებენ შარფებს. ჩინელები ამ ახლა ძალიან მოდური აქსესუარით ქარისა და მტვრისგან იცავდნენ თავს, რომაელი ლეგიონერები ნაქსოვ ყელსახვევებს სიცივისგან თავდასაცავად ატარებდნენ

ფრანგი მოდის მიმდევრები ყელს ილამაზებდნენ ნაირგვარი სახვევებით, რომელიც რთული კონსტრუქციით იკვანძებოდა და სახელმძღვანელოებიც კი იწერებოდა მათი შეკვრის სპეციფიკასთან დაკავშირებით. ისტორიის მანძილზე ეს აქსესუარი ორი ძირითადი მიმართულებით განვითარდა.

მოდის სამყაროში შარფების პოპულარობა დღითი დღე იზრდება. გარდა მისი პირველქმნილი დანიშნულებისა, როგორიცაა სიცივისგან და ქარისგან დაცვა, შარფები არაჩვეულებრივი აქსესუარია სტილის შესაქმნელად.

მაგალითად, აბრეშუმის შარფი შეგიძლიათ წელზეც შემოიხვიოთ, თავსაფრადაც გამოიყენოთ და
ჩანთაც გაალამაზოთ.

დღეს ნებისმიერი, გემოვნებიანი ქალბატონის გარდერობი, წარმოუდგენელია ჰაეროვანი აბრეშუმის ყელსახვევის გარეშე. კარგად შერჩეული შარფი, დიდხანს არ კარგავს მოდურობას და აქტუალურობას. იგულისხმება ფერთა გამა და ზომები, ასევე ფაქტურა.

ხშირად დიზაინერები საკუთარი ინიციალებით გაფორმებული შარფებითაც იწონებენ თავს. "ჰერმესის" ყელსახვევიბი ბედნიერების მომტანადაც კი ითვლება.

ყელსახვევს ადამიანი იოლად ეჩვევა, მასთან განშორება რომ არ გაუჭირდეს, დიზაინერები წელიწადის ნებისმიერი დროისთვის ქმნიან ამ შვენიერ აქსესუარს.

უკანასკნელ კოლექციებში დიზაინერები ძალიან გრძელ, ან ყელზე მიბჯენილ მოკლე კაშნეს გვთავაზობენ. გრძელი კაშნე ყელზე რამდენჯერმე შემოხვეული უნდა ატაროთ. შეგიძლიათ კაშნეს ბოლოები გულსაბნევით ან ორიგინალური კვანძით მიამაგროთ ერთმანეთს.

მიუხედვათ იმისა, რომ წელს ძალიან მოდურია სამოსში და ფეხსაცმელზე ფოჩებიანი დაბოლოებები, შარფებს ეს არ ეხება.
წელს მოდაშია ჭრელი გაბაფთული აბრეშუმის ყელსახვევები. სადა, მუქ სამოსთან ღია ფერის კაშნის გაკეთებაც შეიძლება.

ძალიან მოდურია ბატიკა. ბატიკა ინდონეზიური სიტყვაა და ,,ცვილის წვეთს" ნიშნავს. ბატიკის ტექნიკა ეფუძნება ცვილისა და მსგავსი ნედლეულით ქსოვილის "მოხატვას". აბრეშუმის, შალის, ბამბისა და ზოგჯერ ხელოვნურ ქსოვილებზე ამ ხერხით სასურველი გამოსახულება მიიღება.

ბატიკის რამდენიმე სახეობა არსებობს: ცხელი, ცივი, კვანძოვანი და თავისუფალი ნახატით.
ცხელი ტექნოლოგიით ქსოვილი ცხელი ცვილით იხატება, ის არ იკარებს საღებავს და განსაზღვრავს გამოსახულებების კონტურებს. ასეთი მეთოდით ძირითადად ბამბის ქსოვილები მუშავდება.

ცივი ტექნოლოგიით აბრეშუმი მუშავდება. მისი დამზადება საშინაო პირობებშიცაა შესაძლებელი.

თავისუფალი მოხატვის ბატიკა - მხატვარი ფანტაზიას გადმოსცემს ზეთის ან ანილინის საღებავების აბრეშუმზე დატანით. საინტერესო ეფექტს წარმოშობს ბატიკაზე მარილის ან მარილხსნარის დატანაც. ამ დროს ვარირება მარილის ხარჯზე ხდება, რომელიც თავისებურ, უცნაურ ფორმებს იღებს.

ჟურნალი "და ქალი"
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
აი, როგორ უნდა ჩაიცვან სრული ტანის მქონე ქალებმა - 11 ლუქი, რომელიც პუტკუნებს უხდებათ
14:10 / 19-11-2017
ხორციანი ქალბატონები ხშირად წუწუნებენ, რომ უჭირთ სამოსის ერთმანეთისთვის შეხამება.
როგორ შეარჩიოთ ქუდი სახის ფორმის მიხედვით
13:49 / 17-11-2017
გარეთ აცივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო დროა, ქუდზე იფიქროთ.
ზამთრის მანიკიური წინასაახალწლო განწყობისთვის - 20 იდეა
15:52 / 16-11-2017
ორ კვირაში ზამთარი შემოაღებს კარს. ცივი დღეების გასახალისებლად და წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად, გთავაზობთ საახალწლო მანიკიურის იდეებს.
3 ტანისამოსი, რომელიც არასოდეს გადადის მოდიდან
14:04 / 15-11-2017
რა ჩავიცვა? ნებისმიერ ქალს ეს შეკითხვა ერთხელ მაინც დაუსვამს საკუთარი თავისთვის.
8 აქსესუარი, რომელიც ყველა საქმიანი ქალის გარდერობში უნდა იყოს
14:57 / 14-11-2017
სამსახურში წასვლამდე დილით ადრე ვიღვიძებთ და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გვსურს, რომ ელეგანტურად, მომხიბვლელად და ბრწყინვალედ გამოვიყურებოდეთ
სტილისტები 40 წელს გადაცილებულ ქალებს 2018 წელს სწორედ ამ ვარცხნილობების გაკეთებას ურჩევენ!
11:14 / 14-11-2017
ქალს ხშირად უნდა გაიმრავალფეროვნოს ყოველდღიური რუტინა და ამას ხშირად ვარცხნილობის ან გარეგნობის შეცვლით აკეთებს. ახალი იმიჯი და კარგი განწყობა გარანტირებული გაქვთ, თუკი სწორად შეარჩევთ ვარცხნილობას და ამით ჩამოიკლებთ რამდენიმე ზედმეტ წელს.
როგორი სამოსი გაგახდუნებთ. სტილისტების საიდუმლო +size-ის გოგონებისთვის
13:38 / 12-11-2017
შეიძლება იდეალურად გამოიყურებოდეთ, თუ თქვენი პარამეტრები მოდელისას არ შეესაბამება? დიახ! სამოსის მოხდენილად ტარებას ჩვენ გასწავლით.
შემოდგომა პარიზში: 7 მოდური ყოველდღიური ლუქი
12:46 / 11-11-2017
ფრანგმა ქალებმა მოდური ჩაცმა რომ იციან, ფაქტია. ვისწავლოთ მათგან როგორ შევუხამოთ ერთმანეთს ნივთები, რომ უბრალო სამოსშიც კი ელეგანტურები გამოვჩნდეთ.
მყუდრო და გემოვნებიანი სახლი ამერიკულ სოფელში (ფოტოგალერეა)
12:45 / 07-11-2017
ტყეში შემალული ხის სახლი, თბილი ბუხარი - ისტორიული სტილის და ძველებური დეკორის იდეალური შეხამება.
როგორი უნდა იყოს გარდერობი, რომელშიც ყველა ზედმეტი ნივთი დაეტევა?
11:10 / 06-11-2017
გარდერობში როგორც ტანსაცმლის, ასევე, თეთრეულის, ფეხსაცმლის, სეზონური სამოსის, ძვირფასეულობისა და ათასი წვრილმანის შენახვა შეიძლება.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30