ცოტა ხნის წინ ამერიკულ პრესაში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო ჯენიფერ ლოპესი შავ, კაბა-ტუნიკაში და ბენ აფლეკთან ერთად, რომელიც ბედნიერებისგან ანათებდა.
როგორც ჩანს, მსახიობი იმდენად ბედნიერია, რომ სიხარულს ვერ მალავს. ეს ჰოლივუდური წყვილი სიმშვიდისა და ჰარმონიის მთავარი მაგალითია 2022 წლის გაზაფხულიდან. მათი სიყვარული საინტერესო, კინემატოგრაფიული, ზოგჯერ გულუბრყვილო და რომანტიკულია.
რამდენიმე დღის წინ კი ჯენიფერი მარტო, თეთრ ულამაზეს სამოსში გამოწყობილი ლოს-ანჯელესში გამოჩნდა, თუმცა ამჯერად ის საქმროს გარეშე იმყოფებოდა. ჯენიფერის საუცხოო სილამაზესა და სტილზე მისი გულშემატკივრები ბევრს წერენ, განსაკუთრებული ყურადღება კი ამ ტანსაცმელმა იმით მიიქცია, რომ მისი სხეულის დახვეწილი ფორმები კარგად არის გამოკვეთილი.
"ბენიფერი ბედნიერებისგან კაშკაშებს" - ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ახალი პაპარაცული ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს
„ურიგო არ იქნებოდა, შვილის იმიჯზეც გეზრუნა“ - ჯენიფერ ლოპესს კვლავ ქალიშვილის სტილის გამო აკრიტიკებენ