ეს არ ყოფილა მხოლოდ Chanel Cruise-ის ჩვენება, 5 მაისს საქველმოქმედო კონცერტი და Maria Callas Monaco Gala გაიმართა, რომელიც მონაკოს პრინცმა ალბერ II-მ დააარსა. მონაკოში, სასტუმრო „იმპერიაში“, სხვა მსახიობებთან ერთად მონიკა ბელუჩიც დაჯილდოვდა, რომელმაც პრიზი საუკეთესო არტისტის ნომინაციისთვის მიიღო. 57 წლის იტალიელი მსახიობი მონაკოში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.
2 შვილის დედა ელეგანტურად იყო გამოწყობილი Dolce & Gabbana-ს კაბაში, სამკაულების სახით კი Cartier-ს ბრილიანტის ყელსაბამი და საყურეები მოირგო. ცერემონიის შემდეგ მონიკამ საკუთარ „ინსტაგრამზე“ დაწერა, თუ როგორი აღელვებული და ბედნიერი იყო ჯილდოს გამო.
მონიკას გამომწერებში ნეგატიური გამოხმაურება მსახიობის დაფოტოშოპებულმა გამოსახულებამ გამოიწვია. მსახიობი ყოველთვის ამბობს, რომ ის პლასტიკური ოპერაციების წინააღმდეგია და დაბერება სირცხვილი არ არის, თუმცა ახალ ფოტოებში ის იმდენად განსხვავებულად გამოიყურებოდა, რომ საკუთარმა თაყვანისმცემლებმაც ვერ იცნეს.
შესაძლებელია თუ არა დედაზე ლამაზი იყო, მაშინ, როცა დედა თვით მონიკა ბელუჩია? - დევა კასელის ყველაზე გამორჩეული ფოტოები
„მე მას მაშინ შევხვდი, როცა შეყვარებულთან განშორების გამო გულგატეხილი ვიყავი... როცა ვენსანი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ის ის იყო, ჩემი ბედი “ - ტინა კუნაკმა ვენსანთან პირველი შეხვედრა გაიხსენა