სტილი

მეგან მარკლმა სანტა-ბარბარაში სტუმრობის დროს ჯულია რობერტსის "ლამაზმანის" სტილი გაიმეორა

მეგან მარკლმა სანტა-ბარბარაში სტუმრობის დროს ჯულია რობერტსის "ლამაზმანის" სტილი გაიმეორა
თუ ჯულია რობერტსმა „ლამაზმანში“ განაცხადა, რომ მას ზღაპარში ცხოვრება სურდა, კალიფორნიელმა მეგან მარკლმა ეს სურვილი რეალობად აქცია და სამეფო ქორწილი მოიწყო მას შემდეგ, რაც პრინცი ჰარი მზადაა მეგანის ყველა სურვილი ზედმიწევნით შეასრულოს.

სანტა-ბარბარაში მოგზაურობის დროს სასექსის ყოფილმა ჰერცოგინიამ ვივიენ ვარდის გარდერობი გარდაქმნა და თაყვანისმცემლების წინაშე „ლამაზმანის“ მსგავსი სტილით წარდგა.

მეგანი სანტა-ბარბარას ქმრის, ჰარის საგულშემატკივროდ ესტუმრა, რომელიც პოლოს აქტიური მოთამაშე და კლუბის საპატიო წევრია.

ჰერცოგინიამ შავ-თეთრ ზედასა და ქვედაბოლოს შავი ფერის ქუდი შეუხამა, როგორიც ვივიენს „ლამაზმანის“
ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდში ეცვა.

ბოლო დროს მეგანის სტილი მინიმალისტური, ნეიტრალური და დახვეწილია. ჰერცოგინია განსაკუთრებით ძვირად ღირებულ სამოსს ერიდება და ცდილობს, გულშემატკივრებს თავი მარტივი, მაგრამ ლამაზი სამოსით მოაწონოს.



პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საკუთარ ცხოვრებაზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებენ

ბრიტანეთის მოქალაქეები მონარქიის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აწყობენ

ქეით მიდლტონს სიგამხდრისა და უგემოვნო სტილის გამო აკრიტიკებენ




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93