ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ წარდგა. მან ქალიშვილთან, ეკა მამალაძესთან და შვილიშვილთან, ნატალია ქუთათელაძესთან ერთად 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმღერა.
გარდა საოცარი შესრულებისა, მსმენელისა და მაყურებლის ყურადღება უმშვენიერესი მომღერლების ჩაცმულობამაც მიიპყრო. ეკამ და ნატალიამ არჩევანი თეთრი ფერის სამოსზე შეაჩერეს, ნანი ბრეგვაძე კი ულამაზეს მწვანე კაბაში ბრწყინავდა. მათ ჩაცმულობაზე მაკა კვიციანმა და ბრენდმა Dalood იზრუნა.