ზაფხულის დადგომასთან ერთად, H&M-ი წარმოგიდგენთ მკვეთრ და კაშკაშა საცურაო კოსტიუმებს. მთლიანი ან ცალ-ცალკე მოდელები წარმოდგენილია ჭრელი პრინტით, ასევე, იასამნისფერ, მკვეთრ მწვანე, მუქ შოკოლადისფერსა და თეთრ ფერებში. საცურაო კოსტიუმებს აქვს რეგულირებადი თასმები და შესაძლებელია სხვადასხვა მოდელის ერთმანეთთან შეხამებაც. კოლექცია დამზადებულია მდგრადი მასალებისაგან, როგორებიცაა: გადამუშავებული პოლიესტერი, გადამუშავებული პოლიამიდი და გადამუშავებული ელასტინი, რომელიც ეხმიანება H&M-ის მთავარ მიზანს, რომ 2030 წლისათვის 100% მდგრადი და გადამუშავებული მასალები იქნეს გამოყენებული კოლექციებში. ამასთანავე, კამპანიის ვიდეოს თან სდევს R&B-ის მომღერლისა და ავტორის, კეჰლანის სიმღერა Tangerine მისი უახლესი ალბომიდან - Blue Water Road. საცურაო კოსტიუმების უახლესი კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია H&M-ის თბილისის მაღაზიებში.
"H&M-ის საცურაო კოსტიუმების უახლესი კოლექცია მკვეთრ ფერებსა და განსხვავებული სტილის მოდელებს აერთიანებს, რომელთა მორგებაც ინდივიდუალური გემოვნების შესაბამისად არის შესაძლებელი. კოლექციაში მკვეთრი იასამნისფერი, მწვანე და თეთრი ფერი ერთიანდება შოკოლადისფერ ყავისფერთან. ასევე, გამოვიყენეთ უფრო მდგრადი მასალები, როგორებიცაა: გადამუშავებული პოლიესტერი, გადამუშავებული პოლიამიდი და გადამუშავებული ელასტინი. კამპანიისათვის კალაჰანის სიმღერის გამოყენება კი, ეს არის ზაფხულის ზეიმისათვის საუკეთესო საშუალება", - განაცხადა კარინ ვიკლუნდ ჰეინიგმა, H&M-ის დიზაინერმა.
R