„შანელის“ კინოფესტივალის გალა-ვახშამი ნიუ-იორკში გუშინ საღამოს გაიმართა. ღონისძიების სტუმრები იყვნენ ბრენდის ახლო მეგობრები, რომელთა შორის მკაფიოდ გამოირჩეოდა მსახიობი პენელოპა კრუზი.
პენელოპამ არჩევანი მოვარდისფრო აბრეშუმზე შეაჩერა, რომელსაც ელეგანტური ნაქარგები და „შანელის“ ჩანთა ამშვენებდა.
ცნობილი ფაქტია, რომ პენელოპას უყვარს მინიმალიზმი და ფაქტია, მსახიობი არჩევანში თითქმის არასდროს ცდება, რადგან მისი ჩაცმულობა ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.