ქეროლაინ ბლომსთი შვედური ონლაინ მოდის პორტალის რედაქტორი და გავლენიანი ქალბატონია, რომლის სტილს იმეორებენ არა მხოლოდ სტოკჰოლმის, არამედ მთელი ევროპის მაცხოვრებლები. გოგონას უყვარს ლაკონიური, სკანდინავიური კოსტიუმები, რომლებიც ყოველთვის სანახაობრივად გამოიყურება თავიანთი მკაცრი ხაზების და მარტივი სტილის წყალობით.
ცოტახნის წინ ქეროლაინმა სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა, სადაც თეთრი და წითელი კაბა ეცვა. კაბაზე ფერები კუბების სახით იყო შეხამებული და სხეულის ფორმებს საუკეთესოდ გამოკვეთდა.
ამის შემდეგ Elle - ს გამოცემა გვთავაზობს მსგავსი სტილის 5 კაბას, რომელიც ზაფხულში საუკეთესო არჩევანია: