ლეგენდარული ქართველი მომღერალი, ქართული სცენის დედოფალი ნანი ბრეგვაძე, ახლახან 86 წლის გახდა. ის წლებია, რაც მსმენელის გულს არა მხოლოდ სიმღერით იპყრობს, არამედ არისტოკრატული სილამაზითაც.
ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე „ინსტაგრამზე“ ბებიის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ლეგენდარული შემსრულებელი საცურაო კოსტიუმშია აღბეჭდილი.
ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი ადამიანი აღნიშნავს, რომ ნანი ბრეგვაძე საოცარ ფორმაშია და ძნელი გასარჩევია, 86 წლის არის თუ 26-ის.