4 სექტემბერს ვენეციაში პენელოპა კრუზისა და „შანელის“ დღე აღინიშნა. მსახიობმა კინოფესტივალზე წარმოადგინა ფილმი "Immenity" და თავისი ჩაცმულობით ყურადღების ცენტრში ცერემონიაზე გამოჩენისთანავე აღმოჩნდა.
პენელოპამ დაჯილდოებისთვის „შანელის“ მაქმანებიანი კაბა შეარჩია, რომელიც მოდის სახლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა. იმაზე, რომ ამ კაბის სახით ჩვენ წინ გვაქვს იშვიათი ხელოვნების ნიმუში, მიანიშნებდა ქსოვილზე გამოსახული დეტალები - ძვირფასი ვარდისფერი ნაქარგები, რომლებიც შემოდგომის მოსვლას გვამცნობდა.
პენელოპამ და ბრენდმა კონტრაქტი ოფიციალურად 2018 წელს გააფორმეს და მას შემდეგ მსახიობი წითელ ხალიჩაზე "შანელს" არ ღალატობს. სწორედ ამ მოდური თანამშრომლობის დროს დაიწყო ესპანელის კარიერაში ტრიუმფალური წლები: ვოლპის თასი ვენეციაში და "ოსკარის" ნომინაცია. შეიძლება ითქვას, რომ ამ სიმბოლურ სამოსს კრუზისთვის წარმატება ყოველთვის მოაქვს.