ზაფხულმა ჭრელაჭრულა ფერებით გაგვანებივრა და როგორც ჩანს, ამ ტენდენციას შემოდგომაც შეინარჩუნებს.
შემოდგომის კოლექციებში ბევრი ფერადი სამოსი და აქსესუარია, მათ შორის ყველაზე მეტად ფერადი ჯინსი გამოირჩევა. შოუბიზნესისა და კინოს ვარსკვლავები უკვე გამოეწყვნენ წითელ, ვარდისფერ, ფირუზისფერსა და მწვანე ჯინსებში.
კამერონ დიასი და რეიჩელ ბილსონი უპირატესობას ვარდისფერსა და იისფერ ჯინსებს ანიჭებენ. კიმ კარდაშიანი და ნიკოლა რობერტსი მკვეთრ ლურჯ ჯინსს ირჩევენ. ნორჩი ქალბატონი დაკოტა ფანინგი ფირუზისფერ ჯინსს იცვამს, ჰილარი დაფმა კი ყვითელი ჯინსი შეარჩია.
რა შევუხამოთ ფერად ჯინსს. ყველაფერი შერჩეულ ფერზეა დამოკიდებული, მაგალითად, თუ მირანდა კერივით მწვანე ან წითელ ჯინსს ჩაიცვამთ, მას შავი ტყავის ქურთუკი ან პიჯაკი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოუხდება, პასტელის ფერების ჯინსს კი, როგორც მაგალითად, ნიკოლ ჰილტონს აცვია, შეგიძლიათ აბრეშუმის ტუნიკა და ღია ფერის ბოტილიონები შეუხამოთ.
დაბოლოს, ჯინსი წელიწადის ნებისმიერ დროს კომფორტულია და ფერთა თამაში ნუ შეგაშინებთ.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)